Xi წესით უფრო მეტია გაყიდული ამერიკაში და პირიქით უფრო ადვილად იშოვი, და ისედაც ძირითადად უკანა წამყვანია ეგ მანქანა მაინც.
ზოგადად კარგი მანქანა პირადად ჩემთვის არის ძრავი წინ და წამყვანი თვლები უკან

ვიცი აქ აზრები ხშირად იყოფა, მარა სპორტული სედანი ეგაა და სხვის აზრს არ გავითვალისწინებ
RWD სედანი თუ ახალი ხილია, ნამდვილად უნდა დააგემოვნო და აღარ მგონია წინა წამყვანი მოგენატროს. მე 3 მყავდა ნუ ერთI ქვატრო მარა მერსო უკანა წამყვანი, დიდი სიამოვნებაა ძალიან, და ქალაქში ნელა სიარულისას ვერც იგრძნობ განსხვავებას წინა და უკანა წამყვანს შორის.
კარებს რაც შეეხება, ამ თაობაში ისე აღარაა როგორც ადრე, სიტყვაზე ე46 ორკარიანიც იყო და 4იანიც და რომელსაც გინდოდა აიღებდი. მესამე სერია არის მარტო 4კარიანი და მეოთხე სერია დაერქვა მაგის 2 კარიან ვერსიას, თითქმის ერთი და იგივეა უბრალოდ ვიზუალურად რათქმაუნდა 2 კარიანი ჯობია. მინუსი ისაა რომ 14იდანაა გამოსული თუ არ ვცდები და ძალიან ძვირი ჯდება. Fის მესამე სერია ასევე ე90 და ე46 ზე დიდია, და ნუ 4 კარი ცუდი არასდროს არაა, თუ 5 გყავდა 2 კარიანი დამეთანხმები რო დისკომფორტიც ხშირია მაგის გამო იმის მიუხედავად რო ვიზუალურად ბევრად უკეთ გამოიყურება 2 კარი. ამას ხაზს იმიტო ვუსვამ რო ოჯახის მანქანად გინდა და გამოგადგება კიდეც მაგ მხრივ
საერთოდ მაგ მოდელის პოპულარობა სწორედ მაგის დამსახურებაა, რომ როცა სიამოვნება გინდა მიიღო მანქანისგან მაგისთვისაც კარგია, ყოველდღიურად სასიარულოდაც ძალიან კარგია და ოჯახისთვისაც საკმარისია. უბრალოდ არის ბმვ და არა პრიუსი შესაბამისად შენახვა ძვირი გიჯდება, ზეთიც და ის ფაქტიც რო სუპერი უნდა ტურბინიან მანქანას, ეგრევე რო არ უნდა ჩააქრო მუშაობის მერე ტურბინას გაგრილება უნდა აცადო და ასე შემდეგ.
This post has been edited by Charlie_Scene on 9 Sep 2018, 15:35