პოლიტგანყში რამდენიმე დისკუსია აწეულა, იქ ვწერდი პასუხს და იმხელა გამოვიდა, ახალი თემის გახსნა ვარჩიე ბარემ
piltakva ჩუვაკ მოდი განგანათლო რადგან დაინტერესდი ამ თემით

ესე იგი რა ხდება. ნარკოტიკის ლეგალიზაციაზე თუ ვსაუბრობთ, ჯერ უნდა განისაზღვროს რა არის ნარკოტიკი. ჰერიონით დაწყებული კანაფით დამთავრებული ყველაფერი ნარკატა გონია ბებიაჩემს მაგრამ ეგრე არაა.
ჰეროინი და კოკაინი (მაგალითისთვის) ამ პლანეტის არც ერთ ქვეყანაში არ არის ლეგალური. ამ პლანეტის არც ერთ ქვეყანაში მაღაზიაში არ იყიდება მეტამფეტამინი და ელესდე. შესაბამისად საქართველოში ამათ ლეგალიზაციაზე მსჯელობა ისეთივე აბსურდია, როგორც მერკურის კოლონიზაციაზე რომ იმსჯელოს საქართველოს პარლამენტმა. თუ ვინმე ამას სერიოზულად ითხოვს ის ცოდოა.
ეხლა რაც შეეხება მეტნაკლებად რაციონალურ მოთხოვნას. მე არ ვიცი სინამდვილეში რას ითხოვს ის ხალხი ვინც რაღაცას აპროტესტებს მაგრამ იმედი მაქვს ამას ითხოვს (მათი არაგამოყლევებული ნაწილი მაინც). საუბარია ე.წ. "მსუბუქი/კლუბური ნარკოტიკის"
დეკრიმინალიზებაზე. დეკრიმინალიზებაზე და არა ლეგალიზებაზე. ლეგალიზაცია შეიძლება მხოლოდ კანაფის ასპექტში განიხილო თუმცა ამაზე ქვემოთ დავწერ. ეხლა რას ნიშნავს დეკრიმინალიზება. დეკრიმინალიზება ნიშნავს (ჩემი სუბიექტური აზრით) ორ რამეს:
თუ მაგალითად რაღაც აკრძალულია, და მის მოხმარებაზე გათვალისწინებულია კონკრეტული სასჯელი, ეს სასჯელი:
1. იყოს რაციონალური. ანუ პლანის მოწევისთვის 8 წელი ციხე ცხოველობაა უბრალოდ. არ შეიძლება მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელი უფრო მეტი ხნით ჩასვა ციხეში ვიდრე კაცის მკვლელი. ეს მარტივი ლოგიკაა და არა მგონია ვინმემ იკამათოს ამაზე.
2. არ იყოს ფორსირებული, ანუ არ იყოს "ჩასაფრებული" პოლიცია ამ ფაქტის გამოსავლენად. ანუ მოხმარების ფაქტზე "წავუყრუოთ" მეტნაკლებად (თუმცა არამც და არამც - გასაღებაზე!)
ეს მეორე პუნქტი ერთი შეხედვით პარადოქსულია. თუ კანონი მივიღეთ, მაშინ რატომ არ უნდა მოხდეს ამ კანონის ფორსირება? თუმცა ამის პრაქტიკა მსოფლიოს "უკეთეს" ქვეყნებშიც არის. მაგალითია პროსტიტუცია. ბოზობა (მითუმეტეს ბოზთან წასვლა) არ ისჯება, თუმცა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა (ფართის მიქირავება) ისჯება მკაცრად. იდეალურ შემთხვევაში თუ კანონი არსებობს ის უნდა დაიცვა და სასჯელიც უნდა არსებობდეს მის დარღვევაზე. მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ ჯერ იდეალურ სამყაროში, ამიტომ ადამიანები შეთანხმდნენ რომ რაღაც აიკრძალოს - მაგალითად კონკრეტული ნარკოტიკის დამზადება/რეალიზაცია, მაგრამ მეორე მხარეს ვინც დგას (
ვის დასაცავადაც კეთდება ეს ყველაფერი!) ანუ მომხმარებელი -
მასზე არ გადატყდეს ჯოხი. ამას ქვია დეკრიმინალიზება. ამ შემთხვევაში რაღაცის მოხმარება ისევ არალეგალურია, მაგრამ თუ მაინც გამოგიჭირეს (მოხმარებაზე!) შენზე არ ტეხენ ჯოხს, არამედ იმაზე ვინც ამას კომერციული ინტერესით აკეთებს (ყიდის).
რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე მივიბყრობ თქვენს ყურადღებას:
პირველი. უნდა გაიყოს "ნარკოტიკული საშუალებების" ჯგუფები, და რაც მიღებულია - გადაიხედოს. არ შეიძლება ჰეროინს, ექსტაზის და პლანს მსგავსი სასჯელი ჰქონდეს. უნდა დადგინდეს ჭკვიანი ბიძიების (ანუ
მეცნიერების) მიერ, რომელს რა ზიანი მოაქვს. ეს ურთულესი საკითხია ტექნიკურად. კანაფი ხიხია იყო დიდი ხანი მაგრამ დრომ უჩვენა რომ მთლად ისეთი ხიხია არ ყოფილა, ანუ დამოკიდებულებას არ იწვევს, არ გაჩლუნგებს (დღეში სამჯერ თუ არ ეწევი), კიბოს არ აჩენს (შესაბამისი ფორმით თუ ეწევი) და ა.შ. ამის საპირისპიროდ - ბიო დედას გიტყნავს. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა იმბეცილიზმია.
მეორე. სასჯელის ზომა მოხმარებაზე (და არა რეალიზაციაზე!) უნდა იყოს რაციონალური და არა ისეთი რომ კაცის მკვლელზე მკაცრად ისჯებოდეს მომხმარებელი.
მესამე. განვიხილოთ ე.წ. "კლუბური ნარკოტიკი" და რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს მის დეკრიმინალიზებას. იგივე კანაფისგან განსხვავებით ამ ჯგუფის ნარკოტიკები ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მავნეა (გააჩნია მოხმარების ინტენსივობას), თუმცა - არა დამღუპველი (როგორც მაგალითად ჰეროინი). როგორც წესი მათი აბსოლუტური უმრავლესობა სინთეტიკურია (ისევ - კანაფისგან განსხვავებით) და ეს მარტო საკმარისია იმის სავარაუდოდ რომ მთლად სასარგებლო ჯანმრთელობისთვის არ იქნება. მაგრამ ასევე არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თამბაქო და ალკოჰოლი, რომელიც არათუ დეკრიმინალიზებული, არამედ სრულად ლეგალური და მარტივად მისაწვდომია. ადამიანებს ვაძლევთ უფლებას მოსწიონ სიგარეტი, დალიონ არაყი, მიუხედავად იმისა რომ ვიცით - ეს ყველაფერი მას გარკვეული დოზით დააზიანებს. მიუხედავად ამისა - მათ არჩევანს არ ვართმევთ. მსუბუქი ნარკ. საშუალებები კიდევ უფრო მეტი რისკის შემცველია (ესე ითვლება ყოველ შემთხვევაში) და ამიტომ მათი მეტად შეზღუდვა (ანუ: რეალიზაციის აკრძალვა) მისაღებია, მაგრამ მოხმარებისთვის დაჭერა - შეიძლება იყოს გადაჭარბებული.
მაინც რა საფრთხეა ის ქვეყნისთვის? ამ ტიპის ნარკოტიკებს სკოლაში შესვენებაზე, ან ბნელ "პადიეზდებში" არ მოიხმარენ. ისინი ასოცირდება და უმეტესად მოიხმარება ე.წ. "კლუბური ცხოვრების" ფარგლებში. ამ "ცხოვრებას" კი ადამიანთა მხოლოდ მოსაზღვრული ნაწილი ეწევა და უბნის ბრადიაგა (რომელიც 90-იანებში მაგალითად "მორფინისტი" იქნებოდა) ბასიანში არ/ვერ წავა ეხლა ექსტაზის მისაღებად. ვინც ცხოვრობს ამ სტილით ბევრი დღესაც ახერხებს წვდომას და შესაძლოა მათი შედარებით დიდი ნაწილისთვის გაიხსნება გზა, და წრე ცოტათი გაფართოვდება. კი - მოხმარება გაიზრდება რაღაც დოზით, მაგრამ არა ისე - რომ ყველა უსაქმური კლუბში წავა არიქა ტაბლეტების საყლაპავად. უსაქმურ/ბეზპონტა/არშემდგარ მასას (რაც ქვეყანაში გაცილებით მოზრდილი ნაწილია) მიდრეკილება აქვს "პლანისკენ", და მასზე ქვემოთ დავწერ. "კლუბური ნარკოტიკის" მოხმარებელი სეგმენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი დიდ პრიორიტეტად არ მიმაჩნია და აი რატომ: ეს არის ძირითადად მასა რომელიც დიდი ინტელექტუალური თუ მენტალური მასშტაბებით არ გამოირჩევა (არ ვგულისხმობ 100 პროცენტს ბუნებრივია, ძირითად მასაზე მაქვს საუბარი). რამდენი გამორჩეულად წარმატებული ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი იცით რომელიც რეგულარულად (თუნდაც ყოველ კვირა) "ძიგძიგებს" კლუბებში. რაღაც პროცენტი - კი, მაგრამ დიდი პროცენტი - არა. იმის თქმა მინდა რომ ის მასა რომელიც რეგულარულად "ძიგძიგებს" (და შესაბამისად - პოტენციური რეგულარული მომხმარებელია) ძირითადად არ წარმოადგენს ქვეყნის ინტელექტუალურ ბირთვს, შესაბამისად მათ ჯანმრთელობაზე (მაგალითად IQ-ზე) გარკვეული ზემოქმედება ქვეყნისთვის შემაფერხებელი ვერ იქნება. ფიზიკოსები, პროგრამისტები და მათემატიკოსები ელესდეს არ მოიხმარენ, ან მოიხმარენ responsibly (და რისკების გააზრებით). ამიტომ საუბარი იმაზე რომ "ხალხი განარკომანდება", "მასა დაჩლუნგდება", და ა.შ. არის ბლეფი და სიბნელე, რომელსაც ერთის მხრივ ბნელები ტირაჟირებენ, და მეორე მხრივ - ნაბოზრები მთავრობაში რომელთაც ამ ბნელების ხმების მოგება უნდათ (+ სხვა მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ).
იმ 1%-ს, რომლის ტვინებზეც გარკვეულწილად ეფუძნება ქვეყნის მომავალი, "კლუბური ნარკოტიკი" ცხოვრებას/მომავალს ვერ დაუნგრევს. დანარჩენ მასას (მის "მოძიგძიგე" ნაწილს) კი ოდნავ უკეთესი ჯანმრთელობა ექნება თუ ოდნავ უარესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის. არაყს და ღვინოს (სიგარეტზე რომ არაფერი ვთქვა) არანაკლებ დამანგრეველი გავლენის მოხდენა შეუძლია მაგრამ ჭკვიანი კაცი თავს ამას არ დააღუპინებს და სულელ კაცს - მოსტყვნია პატრონი. ამას ვერ ვიტყვით მძიმე ნარკოტიკებზე, რომლებსაც ახასიათებთ ჩათრევა და თითქმის გარანტირებული ფატალური შედეგი. ჰეროინის მოხმარებაზე, ისევე როგორც - ბიოს მოხმარებაზე, უნდა იყოს ბევრად მკაცრი სასჯელი (თუმცა მაინც ნაკლები ვიდრე კაცის კვლაზე).
მოკლედ რომ შევაჯამო ეს საკითხი: კლუბური ნარკოტიკის დეკრიმინალიზება (და შესაბამისად მასზე დაშვების გარკვეულწილად ზრდა) დიდად ზიანის მომტანი ვერ იქნება ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. ორი ძირითადი მიზეზის გამო: სეგმენტი, რომელიც პოტენციურად მომხმარებელია, ფრიად მოსაზღვრულია და ექსპონენციალურად გაფართოებადი ნამდვილად არ არის. და მეორე: პოტენციური ზიანი მინიმალურია და დიდად არ აჭარბებს იგივე ალკოჰოლის რისკებს.
მეოთხე. გავიხილოთ კანაფი, ე.წ. "მარიხუანა", ე.წ. "პლანი". კანაფი ბევრი გაგებით არ არის ნარკოტიკი.
- კანაფი მცენარეა, ის არ არის ლაბორატორიაში კოლბაში მიღებული.
- იწვევს თრობას, ისევე როგორც ღვინო (მხოლოდ სულ სხვა ფიზიკური გამოვლინებით).
- არ არის მიჩვევადი (ფიზიოლოგიურად, თორემ ფსიქოლოგიურად ჩუკენობაც მიჩვევადია და ტორტის ჭამაც). განსხვავებით სიგარეტისგან.
- არ გააჩნია დადასტურებული ლონგ-თერმ მავნე ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, ზომიერი მოხმარების შემთხვევაში. (თუმცა არსებობს გამონაკლისები, შიზოფრენისს რისკების შემთხვევაში და ა.შ. მოდი აღარ ჩავუღრმავდეთ). განსხვავებით ისევ სიგარეტისგან.
- ძირითადად გამოიყენება რეკრეაციული მიზნებისთვის (და არა პერმანენტულად), განსხვავებით ისევ სიგარეტისგან.
შესაბამისად არის ნაკლებად მავნე ვიდრე სიგარეტი. ეს ერთი შეხედვით ბევრი ბნელისთვის უფნაურად ჟღერს მაგრამ სინამდვილეში დადასტურებული ფაქტია. საუბარი არაა ადამიანებზე ვინც დღეში 5ჯერ ეწევა. დღეში 5ჯერ გაზონის ბალახი რომ გაკრიჭო, გაახმო და მოწიო - ეგ მოგკლავს, რადგან ნებისმიერი წვის პროდუქტი მავნებელია. მაგრამ კანაფის შემთხვევაში რეკრეაციული მიღების დროს (ანუ არა ყოველდღიურად), შესაბამისი ფორმით მიღებისას (არსებობს გზები პირდაპირი წვის პროდუქტის შესუნთქვის გარეშე) ის გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სიგარეტის თუნდაც ნახევრად-რეგულარული მოხმარება.
კანაფი
არჩევანია, და არა - სატყუარა, რადგან ის არ იწვევს მიჩვევას და არ მოიხმარება რეგულარულად (ტიპიურ ნორმალურ შემთხვევებში). ანუ ადამიანი ირჩევს, რომ მიიღოს გარკვეული სიამოვნება გარკვეული ჯანმრთელობის მცირე საფასურის სანაცვლოდ. იგივე ხდება როცა ვსვამთ ღვინოს (ერთ ჭიქაზე მეტს), იგივე ხდება როცა ჩაიში ვიყრით შაქარს (ერთ კოვზზე მეტს), როცა ვჭამთ ტორტს. ადამიანთა დიდი უმრავლესობა გარკვეულ საზღაურს გააზრებულად თუ გაუაზრებლად იხდის საკუთარი სიამოვნებისთვის. მთავარია რომ ეს სიამოვნება არ იყოს დიდად საზიანო, ან ჩამთრევი. კანაფის შემთხვევაში - არ არის.
შესაბამისად კანაფის არათუ დეკრიმინალიზება, არამედ ლეგალიზებაც კი - დამღუპველი და კატასტროფული ალბათ მაინც არ იქნება. თავიდან ყველა დიდან პატარიანად დაბოლილი ივლის, როგორც დონატების რიგში ჩადგა სრულიად თბილისი, როცა პირველად გაიხსნა აქ, მაგრამ სამი თვის მერე მოიხმარს ის - ვინც პა ბალშომუ დეკრიმინალიზაციის პირობებშიც (ანუ ეხლა) მოიხმარდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უნდა გაკეთდეს დღესვე და უნდა გაკეთებულიყო აქამდეც, არის ის, რომ ჩემს მოსაზრებას ან "დაგუგლვას" კი არ უნდა ენდოს სახელმწიფო, არამედ დასვას
მეცნიერთა ჯგუფი (სამი-ხუთი კაცი საკმარისია), მისცეს ერთი წელი, და გამოაკვლევინოს - მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილებით - კონკრეტულად რა ზიანი მოაქვს კანაფს (ან თუნდაც სხვა რომელიმე "მოთხოვნად" მსუბუქ ნარკოტიკს). როცა მეცნიერულად დაასკვნიან რომ კანაფი სიგარეტზე მავნებელი არ ყოფილა - უნდა იმოქმედონ შესაბამისად (მინიმუმ დეკრიმინალიზება). ჩემი სუბიექტური აზრია რომ ამ ###თა ქვეყანაში ლეგალიზება არ არის საჭირო, თუმცა დისკუსია ყველა ვარიანტში შეიძლება.
და ბოლოს. ჩადების საკითხი. ნუ ჩადება რომ ###ობაა, სუბუტექსს ჩაგიდებენ თუ მოჭრილ ###ს, რად უნდა ამას ბაზარი. ამის გამოსწორება კი ძალიან ძალიან მარტივია: მიიღონ კანონი, რომ ჯიბეში წამლის აღმოჩენა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სამხილად თუ მთელი პროცესი გადაღებული იქნება კამერით. "ოპერატიული ინფორმაციის" ან "გონივრული ეჭვის" საფუძველზე როცა ხდება შმონი, წინასწარ მომზადებული მიდიან, ხომ ასეა? კამერა მხრებზე ყველას აქვს, უკვე არის ეს ინფრასტრუქტურა წლებია, თუ რამე გაუმართავია მაგის გამართვაც კაპიკების თემაა. ამის გადაჭრა და სამუდამოდ "ჩადების ინსტიტუტის" განადგურება ზუსტად ერთი დღის საქმეა. რომ იყოს ნება. ნება არ არის. ძაღლებს ძაღლობა ურჩევნიათ. იბრძოლეთ იმაზე რომ იყოს ნება. ნუ მოტყუვდებით რომ გამოსავალი რთულია და წლები ჭირდება. გამოსავალი ამ პარაგრაფში წერია და 1 დღე სჭირდება, და ნული თეთრი. არ აკეთებენ? ესეიგი - "ჩადების ინსტიტუტი" მათი იარაღია.