მოკლედ როგორც ჩანს გზავნილებიც დაექვემდებარება ბიძინას ბეგარას, 20 პროცენტს ამოიღებენ ემიგრანტების ჯიბეებიდან.
ამათზე უსინდისო მთავრობა არ გვყოლია და არც გვეყოლება იმედია.
ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად უნდა დარეგისტრირდნენ
2018-01-25 12:35:00
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად უნდა დარეგისტრირდნენ.
"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი აღარ ითვლება საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად. რაც შეეხება აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს, მათ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება.
ზემოაღნიშნული 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას” - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=1633...%91%E1%83%98%2C This post has been edited by defender. on 25 Jan 2018, 14:32