1995-2007 წლები
1995 წელს დრაფტის პირველ რაუნდში მე 5 პიქად, მინესოტამ აირჩია კევინ გარნეტი.
(IMG:
http://a.pix.ge/u/1mu8o.jpg)
იმავე წელს კრისტიან ლეითნერი და შონ რუქსი დაატრეიდეს ატლანტა ჰოქსში, სანაცვლოდ კი ენდრიუ ლენგი და სპად ვები მიირეს. საბოლოოდ საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჩამოყალიბდა: გარნეტი, ტომ გაგლიოტა, აიზია რაიდერი, სემ მიტჩელი, ტერი პროტერი, სპად ვები, ენდრიუ ლენგი..... გუნდმა სეზონი 26-56 შედეგით დაასრულა, გარნეტმა კი თავის სადებიუტო სეზონში - 10.4 ქულას, 6,3 მოხსნას 1.8 პასს 1.1 ჩაჭრას და 1.6 ბლოკს უწია, საშუალო 28.7 წუთში.
1996 წელს მგლებმა დრაფტზე რეი ალენი აიყვანეს, თუმცა იგი მილუიოკის გადაულოცეს სტივენ მარბერის სანაცვლოდ და აი 7 წლიანი ლოდინის შემდეგ გუნდმა პირველი შედგიც დადო, დაამთავრა რა სეზონი 40-42 შედეგით და პირველად უწია პლეიოფს, სადაც ჰიუსტონტან 3 მატჩში მშრალად 0:3 დამარცხდა. იმავე სეზონში ოლ-სტარზე კევინ გარნეტი და ტომ გაგლიოტა აირჩიეს...
1997 -98 წლებში კი კევინ გარნეტი და სტივენ მარბერი NBA ს ვარსკვლავები იყვნენ.
(IMG:
http://b.pix.ge/t/gstjc.jpg)
მიუხედავად იმისა, რომ გაგლიოტამ ნახევარი სეზონი გამოტოვა ტრავმის გამო, გუნდმა რეგულარული 45-37 შედეგით დაამთავრა, ხოლო პლეიოფს ზედიზედ მეორედ უწია....სიეტლ სუპერსონიქსთან პლეიოფის პირველი რაუნდის მატჩში მგელი ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან იგებდნენ რა სერია 2:1 და საკუტარ მოედანზე ჰქონდათ მატჩი გასამართი, თუმცა საბოლოოდ სერია 2:3 დათმეს და პლეიოფის მეორე რაუნდი სონისს გადაულოცეს.
1998-1999 სეზონში როგორც იცით ლიგას 4 თვიანი ლოკაუტი ჰქონდა გამოცხადებული, ამიტომაც გუნდებმა სეზონში მხოლოდ 50 მატჩი ჩაატარეს ტომ გაგლიოტამ მგლებთან საკუთარი 5,5 მილიონიანი (წლიური) კონტრაქტის გაუმჯობესება მოითხოვა, რაც გარნეტის იმავე წელს გაფორმებულ 6 წლიან და 126 მილიონიან კონტრაქტთან და სტივენ მარბერის დატოვებასთან ერთად ვერ გამოვიდოდა, ამას გაგლიოტას და მარბერის დაზაბული ურთიერთობაც დაემატა და საბოლოოდ გუნდმა ტომი გუნდიდან გაუშვა.. ამ ყველაფერთან ერთად მარბერის სურდა NBA ს სუპერვარსკვლავი და მგლების უმთავრესი მგელი გამხდარიყო.. მისი ასეთი ამბიციურობა კევინ გარნეტის ფონზე განუხორციელებლად მოსჩანდა, ამიტომაც მინესოტას ხელმძღვანელობა იძულებული გახდა იგი ნეთსში დაეტრეიდებინა სანაცვლოდ კი ტერელ ბრენდონი და მომავალი წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიქი მიიღო, მიუხედავად ყველაფრისა გუნდმა 25-25 შედეგით პლეიოფს უწია სადაც პირველივე რაუნდში სან ანტონიო სპურზთან დამარცხდა.
1999-2000 სეზონში მგლებს დრაფტზე უოლი შჩერბიაკი შეხვდათ, მე 6 პიქად... საბოლოოდ საკმაოდ სიმპათიური როსტერი ჩამოყალიბდა: ტერელ ბრენდონი, კევინ გარნეტი, უოლი შჩერბიაკი, მალიკ სეილი, ჯო სმიტი.... გუნდმა სეზონი 50 მოგებითა და 32 წაგებიტ დაასრულა, უწია რა პლეიოფს ზედიზედ მე 4დ, თუმცა პირველი რაუნდი ამჯერადაც დაუძლეველი აღმოჩნდა! - პორტლენდთან მარცხი 1:3 .....
2000 წლის 19 მაისი გუნდის ისტორიაში შავ ლაქად დარჩა: კევინ გარნეტის დაბადების დღიდან მომავალი მალიკ სეილი უბედური შემთხვევის შდეგად გარდაიცვალა.
(IMG:
http://a.pix.ge/p/d7wm9.jpg)
2000-2001 წელი გუნდისთვის შიძნელეებით დახუნძლული აღმოჩნდა: ჯო სმიტთან წესების დარღვევით გაფორმებული კონტრაქტის გამო, მგლებს ჩამოერთვათ შემდეგი 5 წლის განმავლობაში დრაფტის პირველ რაუნდში მოთამაში არჩევის უფლება, გუნდი 3,5 მილიონი დოლარით დაჯარიმდა, ხოლო გენერალურ მენეჯერს - კევინ მაკჰეილს ერთ წლიანი დისვკვალიფიკაცია მიესაჯა. მიუხედავად ყველაფრისა გუნდმა სეზონი 47-35 შედეგით დაასრულა და ზედიზედ მე 5დ უწია პლეიოფს. თუმცა პირველი რაუნდი ისევ გადაულახავ სიძნელედ იქცა - მარცხი სან ანტონიო სპურსთან 1:3. გარნეტმა სეზონი 22.0 ქულით 11.4 მოხსნით 5.0 პასით დაასრულა, ამავე სეზონში გუნდში ჩონსი ბილაპსი გამოჩნდა.
2001-2002 წლებში გუნდს ჯო სმიტი დაუბრუნდა, ამას ჩონსი ბილაპსის, ტერელ ბრენდოდის, უოლი შჩერბიაკის და კევინ გარნეტის კარგი თამაშიც დაერთო და მგლებმა სეზონი 50 მოგებით და 32 მარცხით დაასრულეს. პლეიოფი ზედიზედ მე 6დ და მარცხი ასევე მე 6დ ისევ და ისევ სპურზთან 0:3.
2002-2003 წლებში საოცრად ძლიერად ჩაატარეს სეზონი კევინ გარნეტმა და კომპანიამ. ქეი ჯის საშუალო სტატისტიკა: 23.9 ქულა 13.4 მოხსნა 6.0. პასი 1.4 ჩაჭრა 1.6 ბლოკი იყო. MVP ს გამოკითხვაში გავიდა რა მე 2 ადგილზე. 51-31 შედეგით დასავლეთში მე 3 ადგილი და პლეიოფში ჰოუმ კორტის უპირატესობა და მეტოქედ ლოს ანჯელეს ლეიკერსი - ესეთი იყო რეგულარულის მონაგარი. თუმცა ისევ და ისევ მარცხი პირველივე რაუნდში 2:4
და აი დადგა 2003-2004 წლებიც.
გუნდში ჯო სმიტის, ტერელ ბრენდონის ტრეიდის შედეგად ირივნ ჯონსონი, სემ კასელი და ლატრელ სპრიუელი მოვიდნენ.
(IMG:
http://a.pix.ge/r/7r93z.jpg)
სეზონი საოცარი გამოდგა, რომელიც მინესოტამ სარეკორდო 58-24 შედეგით დაასრულა, მოიგო რა დასავლეთ კონფერენცია, ხოლო ლიგის უმთავრეს ვარსკვლავს კევინ გარნეტს დაუფასდა (პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ) ბრწყინვალე გამოსვლა და MVP გახდა. სპრიუელი და კასელი ზალიან დიდი ზალა გამოდგა და მათი წვლილი ამ საოცარ სეზონში ძალიან დიდი იყო.მიუხედავად ესეთი სეზონისა პლეიოფში გასულ მგლებს ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. პირველი რაუნდი ადვილად იქნა დაძლეული დენვერ ნაგეთსის სახით 4:1. კონფერენციის ნახევარფინალში კი მეტოქედ საკრამენტო კინგსი ერგო სერია საოცრად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, შეიძლება ითქვას ბოლო 10 წლის განმავლობაში NBA ს ესეთი საოცარი პლეიოფის სერია ძალიან ცოტა ახსოვს...მინესოტას. Target Center ში გამართული პირველი 2 თამაშის შემდეგ 1:1 იყო ანგარიში, რაც მეფეებს ჰოუმ კორტის უპირატესობას აძლევდა, თუმცა პლეიოფის მე 3 საოცარი მატჩი მგლებმა მოიგეს 1 ქულიანი სხვაობით, დაიბრუნეს რა ჰოუმ კორტის უპირატესობა და ისევ ფავორიტებად შეიქმნენ... სერია საბოლოოდ მე 7 თამაშამდე გაგრძელდა...თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გეიმ 7 ბოლო დეკადის 10 საუკეთესო თამაშში აუცილებლად შედის, კევინ გარნეტის საოცარი პერფომანსით და მინესოტას გამარჯვებით. კევინ გარნეტმა მე 7 ტამაშში რაღაც არაამქვეყნიური, ზებუნებრივი თამაში აჩვენა, იგი იმ დღეს ღმერთი იყო კორტზე.....ფინალში მგლების მეტოქე ლოს ანჯელეს ლეიკერსი იყო, კინგსთან საოცარი სერიით დაღლილმა ვულვზმა ლეკიერსთან სერია 2:4 წააგო და ელეის გაუხსნა გზა სუპერფინალისაკენ.
2004-2005 სეზონისათვის გუნდმა იგივე შემადგენლობა შეინარჩუნა, თუმცა სეზონის შუაწელს არცთუ ისე დამაჯერებელი შედეგების გამო გუნდიდან გაუშვეს ფლიპ სონდერსი, მისი ადგილი GM მა კევინ მაკჰეილიმ გადაიბარა და ვულვზს სეზონი 44-38 შედეგით დაასრულებინა დააკლდა რა ერთადერთი გამარჯვება პლეიოფამდე.
2005-2006 კევინ მაკჰეილი GM ს პოსტს დაუბრუნდა, გუნდის მტავარ მწვრთნელად კი დუეინ კეისი იქნა დანიშნული. სეზონის წინ დატრეიდებულ იქნა სემ კასელი კლიპერსში, მარკო იარიჩში და მომავალი წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიქში, 2006 წლის დასწყისში კი დატრეიდებულ იქნა უოლი შჩერბიაკი და მაიკელ ოლოვოკანდი ბოსტონში - რიკი დევისსა, მარკ ბლაუნტსა და მარკუს ბენქსში. იმავე დღესვე მინესოტამ ფინიქსში დაატრეიდა ქართველი ნიკოლზ ცქიტიშვილი.
(IMG:
http://b.pix.ge/b/c1hyn.jpg)
გუნდმა სეზონი 33-49 შედეგით დაასრულა და ზედიზედ მეორედ ვერ უწია პლეიოფს.
2006-2007 სეზონში დრაფტზე არცეულ იქნა ბრენდონ როი მე 6 პიქად, რომელიც გაცვლილ იქნა პორტლენდში რენდი ფოესა და ნაღდ ფულში. იმავე სეზონში მაკჰეილიმ გუნდიდან გაუშვა დუეინ კეისი და მის ნაცვლად რენდი უიტმენი დანიშნა. ამდენი გაუთავებელი ტრეიდებისა და მწვრთნელათა ცვლილების ფონზე გუნდმა კიდევ ერთხელ ვერ უწია პლეიოფს. 32 მოგება და 50 მარცხი.
ეს იყო ბოლო სეზონი გუნდის უმთვარესი მგელის და სუპერვარსკვლავის კევინ გარნეტისათვის....... © Valianti