უსათაურო თუ ქვია განყოფილებას, არც თემას უნდა ქონდეს სათაური ჩემი აზრით
(კაი ჰო, ვერ მოვიფიქრე რა დამერქმია თემისთვის და იყოს ასე, პმ ში მისაწერი სმს ის სათაურივით)
რისი თქმა მინდოდა დამავიწყდა
ა ჰო, სულ მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი, დამეწერა კარგი და საინტერესო წიგნები
ბავშვობაში კითხვის დროს სულ იმას ვფიქრობდი მე როგორ გავშლიდი სიუჟეტს ან პერსონაჟებს როგორ განვავითარებდი
მოკლედ სხვა კუთხით ვუყურებდი წიგნებს
მერე რო დავფიქრდი რეალურად იმის შეგრძნება მინდოდა, რასაც ე.წ მუზის მოსვლა ქვია
აი ზიხარ, ფიქრობ რა და როგორ დაწერო, არაფერი მოგდის თავში
ცოტას ბრაზდები, ცოტა პანიკა ირთვება, ცოტა დროის უკმარისობის შეგრძნება ( გამოცდებზე ვინც მჯდარა მიხვდება) და უცებ ბრახ! იდეა მოგდის
მარტო მაგისთვის ღირს მწერლობა
ხოდა ეხლა რო ვიჯექი და ვფიქრობდი რისი თქმა მინდოდა და უცებ გამახსენდა რაღაცები მაგრად მოიტანა

<3
იმდღეს გავიგე რომ თურმე ლადო კილასონია მწერლობასთან შეთავსებით
რაგბის 20 წლამდელთა ნაკრებს წვრთნის
ეს იმათთვის ვინც ფიქრობს რომ რამის შეცვლა ცხოვრებაში გვიანია
სხვათაშორის ჩემი უბნელია კილასონია და საკმაოდ კარგი პროზაული ნაკრებები აქვს, გადახედეთ მერე თქვენც
რეალურად მწერლობაზე არ მინდოდა დამეწერა

რატომ ვიბოდიალე არ ვიცი
არამედ იმაზე თუ როგორ იზრდება პრობლემები ჩვენი ასაკის პირდაპირპროპორციულად
რაც უფრო პატარა ხარ მით უფრო უდარდელი
და რაც უფრო იზრდები მით უფრო გე##ვნება დედა
აი ასეა ცხოვრება მოწყობილი
რატომ არ გაქვს პრობლემები როცა პატარა ხარ და რატომ გექცევა თავზე ყველაფერი როცა იზრდები?
დიდებს არ გვიყვარს ერთმანეთი ეგ გასაგებია
თუ კიდევ რამეა? პრობლემებს ხომ უმეტესად ჩვენვე ვიქმნით?
ხო არ ვფიქრობთ ბავშვობაში ათას ### ობაზე რაც დიდობაში ნერვებს გვიშლის?
ის დრო დააბრუნეთ მართლა

ხო შეიძლება პირიქით იყოს, გტანჯავდეს იმაზე ფიქრი რომ ვერ ამბობ როცა გეფსია და პამპერსს ასველებ, ან ჭამის დროს ფაფა მუცელში ჩაგდის
ან დედამო##ნულ ძიძას კიდია რამე რომ გინდა და ტირილით იჭაჭები
მოზრდილი ბავშვობის ტკბილ წლებზე არაფერს ვამბობ, სამოთხეა
და მერე რა ხდება? რატომ დავდივართ მოღუშული და ჩაჯმული სახეებით?
დღეს დილით მეზობელმა თავისი მგელ ძაღლა რო გამოუშვა გარეთ, თვითონ ძილი შეიბრუნა
და ამ მოსუნსულე ნადირის შიშით კარიბჭეს რომ ვერ გამოცდა გაზის კაცი
ადრე ალბათ სიცილით მოვკვდებოდი
ეხლა კიდე ბრახუნით გამოვაგდე გარეთ ის ქალი და მეც ნერვები მომეშალა და ძაღლსაც
მოკლედ ვიზრდებით და ვვირ... კიარადა ვ##ლევდებით
ჰოდა კიდე რისი თქმა მინდოდა ( რეალურად რატომაც გავხსენი უსათაურო თემა უსათაუროში <3 )
აი მე მწერლობა მინდოდა და ჩემი ### გამოვედი
ზოგს ფეხბურთელობა უნდოდა და ბუღალტერია
ძალიან ბევრი ვიცი ჩემს გარშემო ვისაც არ უყვარს ის საქმე რასაც აკეთებს,
უმეტესობა ვართ ის რაც მამას უნდა ( ან დედას ან ბებიას რა აზრი აქვს)
სისტემაა ვირული
18 ის გახდები და არჩევანის გაკეთება გიწევს, სად ჩააბარო და რა პროფესია აირჩიო
თუ ამას არ იზავ, მორჩა, ხაზი გაქვს გადასმული ( მძიმეები რა თესლად ჩავსვი <3)
არადა რა ჩემი ### იცის 18 წლის ბავშვმა რა უნდა ცხვრებაში? აი რა?
სწავლა რომ დავამთავრე მერე მივხვდი რომ თურმე სხვა რამე მინდოდა (ფეხბურთელობა <3)
და 18 წლისამ მამაჩემის გაწერილი გეგმით დავიწყე ცხოვრება
ამიტომ ეგ უნდა შეიცვალოს
ჩემთვის გვიანია უკვე (ვითომ?!)
მაგრამ თქვენ შვილები რო გეყოლებათ არ დააძალოთ არაფერი, ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩააბარე და ეგეთი ### ობები
რაც უნდა ის აირჩიოს და როცა უნდა
ყველა ერთნაირი არ არის
ზოგმა 18 წლისამ იცის რა უნდა და ზოგი 35 ისა ხვდება მაგას
ალბათ ეგეც არის მიზეზი რომ არ გვიხარია ცხოვრება
ვაკეთებთ რაღაცას არა იმიტომ რომ გვიყვარს არამედ იმიტომ რომ გვიწევს და იძულებულები ვართ
მე მაგალითად ბედნიერი მარტო მაშინ ვარ როცა ფეხბურთს ვთამაშობ
და ის 1-2 საათი მართლა მავიწყდება ყველა საზრუნავი
მოკლედ ეგ იყო რისი თქმაც მინდოდა
მალადეც ვინც ბოლომდე წაიკითხავს
მშურს თქვენი მოცლილებოო <3