elosha23აუცილებლად დაიმატე ეს პროფილი და მისწერე ქართულად -
https://www.facebook.com/YAhospitality რომ გსურს პირველ რიგში დოჰაში (რადგან დოჰა უფრო კომპაქტური ქალაქია , პატარაა, გადაადგილება ადვილია და უფრო დარეგულირებული აქვს შიდა წესები , აქვე მკვეთრად იაფია ვიდრე დუბაი) თუ არ იყო შემდეგ აბუდაბი არის ყველაზე კარგი და სულ უკეთესი ქუვეითი თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად იქნება. ეტყვი, რომ ხარ მიზანმიმართული და ენერგიული. იცი ინგლსური და მოტივირებული ხარ სასტუმროში დაიწყო მუშაობა, ბელბოად, ან დორ მენი, ან მიმტანი, ან ბარბექი (ბარმენის დამხმარე) ან რავი ...
აქვე არის მეორე კომპანია რომელიც ახორციელებს ნაკადს აქედან -
https://www.facebook.com/KeyMSolutions/ ამასაც მისწერე და იგივენაირად დაელაპარაკე.
ეს ორივე არის შუამავალი კომპანიები რომელსაც ჩამოჰყავს დამსაქმებელი თბილისში ატარებს ღია კარის დღეს (წინასწარი დარეგისტრირებით) და პირისპირ უჯდები დამსაქმებელს. არჩევის შემდეგ ჩაიტარებ შენი ხარჯებით სამედიცინო გამოკვლევას გაუგზავნი დასკანირებულ ამ ყველაფერს და ჩამოგივდა ვიზა თავისი ბილეთით. აყვანილი იქნები

ეს ორი კომპანია შენ წაყვანის სანაცვლოდ იღებენ ფულს თუმცა , წინასწარ კაპიკს არ აძლევ. ეგ შემდეგ როცა წახვალ და მოეწყობი გამოუგზავნი ამათ ანგარიშზე რაღაცა გარკვეულ თანხას. ზუსტად არ ვიცი ახლა რამდენს იღებენ თუმცა 4 ნიშნიანი ციფრი არ იქნება.
ასევე არის კარგი საიტი
https://www.catererglobal.com/ საიდანაც დამოუკიდებლად ამყარებ კონტაქტს დამსაქმებელთან სკაიპის მეშვეობით. ვინც კარგად იცის ინგლისური მაგათთვის ადვილია კამერით დაელაპარკოს დამსაქმებელს. თუმცა ცადე ყველა ვარიანტი.