
კიდევ კარგი ყველა შენნაირად არ აზროვნებს
ყველას არ კიდია, ქოცობას კიდია
ქოციანობასთან ერთად გადაშენდება სამუდამოდ ეს სამარცხვინო ქმედებები
ისე კი საზოგადოებას დღეს ყველაფერი კიდია
და ამიტომაც დაიკიდა მთავრობამ საზოგადოება
Panjavidze
16 hrs ·
= მეტროში ჭერი ჩამოვარდა ხალხი ქვეშ მოიყოლა-დუმილი.
= ჰიპერინფლაციაა და ყველაფერი გაძვირდა-დუმილი.
= მოქალაქეებს მიზერული ხელფასები ,უფროსობას პრემია დანამატები და მაღალი ხელფასები-დუმილი.
= ოცნების მოსვლიდან დღემდე 40-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული პირდაპირ თუ ირიბად და დუმილი.
= იარაღის და ნარკოტიკის ჩადება მოქალაქეებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე-დუმილი.
= პოლიტიზირებული პროკურატურა და სასამართლო-დუმილი.
= ყოფილი შსს-ს მინისტრი მღებრიშვილი არასასურველ ხალხზე ნარკოტიკების ჩადებაში მხილებული სისტემური დამნაშავე,რომელმაც 8 მილიონი გაფლანგა,დაჭერის ნაცვლად დააწინაურეს-დუმილი.
= კომუნალურმა ტარიფებმა მოიმატა-დუმილი.
= ელექტრო ენერგიამ მოიმატა ივანიშვილის ბიტკოინების ქარხანის გამო-დუმილი.
= ნესკრაჰესსი მშენებლობისთვის იბრძვის ხელისუფლება სვანეთში-დუმილი.
= ბიძინა ივანიშვილი დაატარებს ხეებს სახელმწიფოს ხარჯზე და ანადგურებს ეკო სისტემას-დუმილი.
= ჯარში ბუნდოვან ვითარებაში იღუპება ახალგაზრდა-დუმილი.
= პანკისის ხეობაში დაძაბულობაა,რადგან შეცდომით მოკლეს მძინარე ბიჭი-დუმილი.
= ქვეყნის პირველ პირს პრემიერ-მინისტრს,შოუმენი ძმაკაცი საქმეს ურჩევს ბიზნესის გამო-დუმილი.
= მოსახლეობის რიცხვმა შრომითი მიგრაციის გამო 0,1% იკლო-დუმილი.
= ოპოზიციონერს და მის მეუღლეს მცირეწლოვანი შვილის წინ თავს ესხმიან-დუმილი.
= გიგა ოთხოზორიას კლავენ საქართველოს სასაზღვრო ზოლში სეპარატისტები და გადადიან დაუბრკოლებლად თავიანთ ზოლში-დუმილი.
= ტყვეობაში მყოფ სოსო ოსორაულს სახელმწიფო აცხადებდა დაღუპულად,გაირკვა რომ ცოცხალია-დუმილი.
= ელიტური კორუფცია,კრონიზმი,ნეპოტიზმი,ოლიგოპოლია საქართველოს დღევანდელი ყოფის ნაწილია-დუმილი.
= სოციალური ფონი დამძიმებულია და სიღარიბეს თან ახლავს კრიმინალის მატება-დუმილი.
= ქვეყანაში ტერორისტები შემოყავს ხელისუფლებას,აცხოვრებენ და შემდეგ კლავს ხელისუფლება-დუმილი.
= ტერორისტებთან შეტაკებისას დაზარალებულ ოჯახებს ზარალს არავინ უნაზღაურებს-დუმილი.
= ქვეყანაში იმდენად მოხშირდა უკანონო ხის ჭრა-ჩემი ვარაუდით ბოლოს მოუწიათ ტყეების გადაწვა-დუმილი
= სავაჭრო ობიექტები იწვოდა ერთიმეორეს მიყოლებით-დუმილი.
= ქვეყანას ასხვისებენ ნებისმიერ მსურველზე,განსაკუთებულ ხიბლს იწვევს ჩინელები-დუმილი.
= ბაღებს საკვებ რაციონი შეუმცირდა-დუმილი.
= ბაგა-ბაღში მასწავლებლის გულგრილობით ბაშვი ფანჯრიდან გადმოვარდა-დუმილი
= პატრიარქის მარჯვენა ხელს იჭერენ,ციანიდს ,,უდებენ’’ და გაყალბებული ფაქტებით ასამართლებენ-დუმილი.
= საოკუპაციო რეჟიმი ახალგორში საბაჟო კონტროლის პუნქტს ხსნის-დუმილი.
= საოკუპაციო კანონს არღვევს რუსეთის ყოფილი მერი-დუმილი.
= შერჩევითი სამართალი მოქმედებს და ,,გირგვლიანი’’ უკვე რამოდენიმეჯერ განმეორდა-დუმილი და რამდენი ფაქტია რისი გახსენებაც შეიძლება
დიდი ხანი უნდა შევყურებდეთ მდუმარედ ამ აფერისტების ბოგინს საქართველოში?! ადრე ამის ნახევარის გამო ქუჩაში იყო უკლებლივ ყველა რა შეიცვალა?! მართლა მაინტერესებს,რატომ არ ვართ ქუჩაში ერთ მუშტად შეკრული და არ ვაზანზარებთ ქალაქს გამაყრუებელი ყიჟინით?!
This post has been edited by Mari2015 on 1 Feb 2018, 13:13