ან კიდევ ვითომ ამიტომ?
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მაკა რაზმაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი"
თებერვალი 3, 2018
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – WISG მაკა რაზმაძის წინააღმდეგ. ქარტიის გადაწყვეტილებით, მაკა რაზმაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში გადაცემა „პრიორიტეტში“ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი მაკა რაზმაძე. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გადაცემაში რესპონდენტმა დავით ახრახაძემ, თქვა შემდეგი ფრაზა: „ინტერვიუს პიდარასტებიც აძლევენ“. გადაცემის წამყვანის მაკა რაზმაძის მხრიდან რესპონდენტის ფრაზას არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება.
ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
ქარტიის საბჭომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია მე-7 პრინციპი.
„დადგენილი ფაქტია, რომ პირდაპირ ეთერში რესპონდენტმა დავით ახრახაძემ გამოიყენა შემდეგი ფრაზა: „ინტერვიუს პიდარასტებიც აძლევენ“. თავად ეს ფრაზა დისკრიმინაციულია, ტერმინი „პიდარასტები“ გამოიყენება ჰომოფობიური ჩაგვრის მიზნით, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტ ადამიანების მიმართ. ამის პარალელურად წამყვანს, მაკა რაზმაძეს არ ჰქონდა არავითარი რეაქცია რესპონდენტის მიერ დისკრიმინაციული ტერმინის გამოყენებისას. არ გამიჯვნია და არ უჩვენებია აუდიტორიისათვის, რომ არ იზიარებს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის გამო. როგორც საბჭო თავის არა ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, მეშვიდე პრინციპი ჟურნალისტს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას – არა მხოლოდ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციული განცხადებების და ზოგადად დისკრიმინაციის წყარო, არამედ ყველა ღონე უნდა იხმაროს სხვა პირთა დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხოლო თუ განცხადება კეთდება პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტმა მაშინვე ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება არის მიუღებელი როგორც მისთვის, ისე მედიასაშუალებისათვის“, – ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში."
რა ვიცი , რაც ამ ქალმა ბრძოლები გადაიტანა ამ ტვ-ის სტუდიაში, პირიქით, ერთი მედალი უნდა გადაეცათ მისთვის
* * *
ჰო, კიდევ, ყველა არხზე რომ გავიდა მიშას წამოსროლილი ფრაზა - ზანგები ხომ არ ვართო
ამ ქარტიას ეძინა მაშინ?