გამოშვების წელი: 2009
სერიის ხანგრძლივობა: 100 წუთი
მწარმოებელი: Taodue
ქვეყანა: იტალია
ჟანრი: ექშენი,კრიმინალური დრამა
შემქმნელი: პიეტრო ვალსეკი
კომპოზიტორი: ანდრეა ფარი
სეზონების რაოდენობა: 5 + მე-6 გადაღების პროცესში
ეპიზოდების რაოდენობა: 44
მთავარ როლებში: სიმონა კავალარი, ჯულია მიქელინი, კლაუდიო ჯოე, მარკო ბოჩი, პაოლო პიერობონ, ანდრეა სანტორეტი, ბრუნო ტორისი, ნინი ბრუსკეტა, ჯორდანო დე პლანო, ანა კატერინა მორარიუ, გრეტა სკარანო, სერენა იანსიტი და სხვ.
სერიალის შესახებ: მოქმედება ხდება ჩვენი დროის პალერმოში(სიცილია). უკანასკნელი ნათლიმამის სიკვდილის შემდეგ ქალაქი მოიცვა მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის დაუნდობელმა ომმა "კოზა ნასტრაში" ლიდერობისათვის. მთავარი მოქმედი პირები - ორი ქალი. პირველი, კლაუდია მარესი, პოლიციის უფროსის მოადგილე (Vice questore), ხოლო მეორე - როზალია (როზი) აბატე, სიცილიის ერთ-ერთი უძველესი მაფიოზური კლანის წარმომადგენელი. კლაუდია მარესი ჩამოდის პალერმოში რათა შეუერთდეს მაფიასთან საბრძოლველად შექმნილ პოლიციის სპეციალურ დანაყოფს, როზი აბატე კი - ოჯახის წრეში საკუთარი ქორწილის გადასახდელად. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის. სულ მალე მაფიასთან ბრძოლის დანაყოფს (Squadra Antimafia) მოუწევს იმის აღმოაჩენა, რომ ინფორმაციის გადინება ხდება მათი რიგებიდან..
პირველი სეზონი
მეორე სეზონი
Trailerმესამე სეზონი
Trailerმეოთხე სეზონი
Trailerმეხუთე სეზონი
Trailerმეექვსე სეზონის ჩვენება იგეგმება სექტემბრიდანსერიალში მონაწილეობენ:Simona Cavallari - Claudia Mares

Giulia Michelini: Rosy Abate

Claudio Gioè - Ivan Di Meo

Marco Bocci - Domenico Calcaterra

Paolo Pierobon - Filippo De Silva

Ninni Bruschetta - Alfiere

Giordano De Plano - Sandro Pietrangeli

Alice Palazzi - Fiamma Rigosi

Serena Iansiti - Ilaria La Viola

ძალიან საინტერესო დინამიური და დაძაბული სერიალია, , რომ ვერ წარმოიდგენ - სწორედ ისეთი მიმართულებით მიყავთ სიუჟეტი. რა თქმა უნდა ერთმანეთში გადაჯაჭვულია მეგობრობა, სიყვარული, ღალატი, საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულება, ვალდებულების გრძნობა.
ტიპაჟები საუკეთესოდ არის შერჩეული. მოკლედ რაც არ უნდა დავწერო - ყველაფერს აჯობებს საკუთარი თვალით ნახოთ.
რუსულად გახმოვანებულია 2 სეზონი. დანარჩნები იტალიურად ვნახე. თუმცა თუკი იქნება დაინტერესება შესაძლებელია სუბტიტრებიც გავაკეთო. გახმოვანება - როგორც ჩანს - ნელი ტემპით მიმდინარეობს

პირველი ორი სეზონის ტორენტები/ ასევე შესაძლებელია online ყურებაც
გადმოსაწერი/ online ლინკი