მოკლედ, კეთილო დეიდებო და ბიძიებო.
1992 წლის გადატრიალება
ამდენი ხანი გავიდა იმ დედამოდღნული წლებიდან და მოვლენიდან.
გინდა პუტჩი დაარქვით, გინდა სამოქაალქო ომი, გინდა დემოკრატიის ზეიმი.
და არანაირი ინფორმაცია, ან არანაირი წესიერი კინო / დოკუმენტალური არ გაშვებულა არსად.
შეფასებულიც კი არაა წესიერად
არც ძეგლია სადმე რამე დაკავშირებული.
ადრე მქონდა იდეა რომ აი ეს ჭურვი (რომელიც გავარდა 1991 წლის დეკემბერში მერიოტიდან, შეერჭო ამ ხეს და არ აფეთქდა, და არის გაჩხერილი მთავრობის სახლთან. მარჯვენა მხარეს ნაძვში).
აი ეს ჭურვი ან ჩაჯდეს ჩარჩოში, ან შემოიღობონ შეიღებოს რომ გახდეს გამოკვეთილი და ჩანდეს.
რომ იყოს რაღაც ძეგლის პონტში.
დაარქვით გინდა ეს არ უნდ აგანმეორდეს, დაარქვით გინდა იარა, დაარქვით გინდა გაფრენილი სიცოცხლე.
იტოგში - ესე მგონია რომ იდეა კაია. და გაკეთებადიცაა თუ სურვილი იქნა.
ვიცი რომ მერიიდან ბევრი იყურება აქ.
კალაძე იდეებს რომ ეძებდა - გადაეცით ეს იდეაც!
სურათი გადავიღე ერთი თვის წინ, ჩემი გორჯესტანში ბოლო ვიზიტისას.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)