#52243864 · 24 Feb 2018, 13:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა ამერიკაში მანქანის ყიდვა, ვინც აღნიშნული საქმიანობით ხართ დაკავებული გამომეხმაურეთ, რათქმაუნდა მანქანას მე თვითონ შევარჩევ და თქვენ უნდა უზრუნველყოთ დანარჩენი.
ზოგადად ვიცი როგორ ხდება მანქანის აუქციონზე გაყიდვა, ასევე ვიცი თუ მანქანის გარდა დამატებით რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ეს ამბავი.
აქ იმიტომ ვწერ ამას, ვიცი ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანი შემოდის და პოსტავს ამ თემზე, ასევე არ მინდა იმაზე მეტი გადავიხადო ვიდრე საჭიროა, მაგალითად როგორიც არის ე.წ "კონოსამენტის" 150$ ახევა, გარდა ამისა მინდა რომ ყველა ხარჯი იყოს ცნობილი, ანუ რაში რას ვიხდი და არა ასეთი საუბარი "ფოთამდე დაჯდება ამდენი " და რაღაც ამდაგვარი, აგრეთვე თუ ხდება რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმება, მოკლედ ყველა დეტალი თავიდანვე უნდა იყოს გარკვეული.
მოკლედ თუ ვინმე დაინტერსდებით ჩემი წინადადებით შემეხმიანეთ.
|