ვერ გამოვრიცხავ, რომ მომავალში რაღაც სინქრონული მოქმედებები მოხდეს, ისე, როგორც 2008 წლის ზაფხულში.............როდესაც ირაკლი ალასანიამ ეს ინფორმაცია გაახმიანა, რამდენად ადეკვატური იყო მასზე ხელისუფლების რეაქცია?
- დავიწყოთ იმით, რომ მსგავსი ტიპის შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება კატეგორიულად მიუღებელია და ხელისუფლებას ეს არ უნდა დაეშვა. საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის ყველა საშუალების გამოყენება დაუშვებელია.
ამდენად, ხელისუფლებას ალასანიას განცხადებების შემდეგ ამ ყველაფრის უარყოფა კი არ უნდა დაეწყო, სისულელეები მიეწერათ მისთვის და პროვოკაციული ეწოდებინათ, არამედ სწორი გზით უნდა წასულიყო. მოხდა პირიქით – გააკეთეს აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მეტად გააღიზიანებდა და გააღიზიანა კიდევაც კონფლიქტის აფხაზური მხარე.
კერძოდ, ხელისუფლებამ, იმის მაგივრად, რომ ეთქვა - გავარკვევთ და თუ მართლაც უკანონო ფორმირებებთან გვაქვს საქმე, სათანადო ზომებს მივიღებთო განაცხადა - ეს დაჯგუფებები ჩვენი რეზერვისტები არიან და არა უკანონო ფორმირებებიო.
ამ განცხადებებით, ფაქტობრივად, შეიარაღებული ესკალაციის დემონსტრირება და რაღაცა საომარი მოქმედებების წამოწყების თუ არა, მზადების ესკალაცია მაინც მოახდინეს. ამას დაამატეთ პრეზიდენტის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიერ დაანონსებული და რეკლამირებული ქართული წარმოების ახალი საბრძოლო ტექნიკა და იარაღის ჟღარუნი.
ეს ყველაფერი ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სააკაშვილი რაღაცისთვის ემზადება?
- რასაკვირველია, სოხუმში ამ განცხადებების გაკეთებამდე კარგა ხნით ადრე ვთქვი, რომ ხელისუფლების ამ ქმედებებს ზუსტად ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა, რადგან ის, რაც ხდებოდა, არის შეიარაღებისა და დაძაბულობის ესკალაცია.
ანუ, დაძაბულობის ესკალაცია, თავიდან, პირველი ნაბიჯიდან, ბოლომდე ხელისუფლებამ გამოიწვია.
ხელისუფლებას სიტუაციის ასე გამწვავება ხელს რაში უნდა აძლევდეს?
- ვერ გეტყვით ხელს რაში აძლევთ, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ხელისუფლების უგუნურებამ გამოიწვია. არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ამას ვერ გამოვრიცხავ, რომ მომავალში შესაძლოა რაღაც სინქრონული მოქმედებები მოხდეს ისე, როგორც ეს 2008 წლის ზაფხულში მოხდა და შემდეგ გადაიზარდა საომარ პროცესებში. შეიძლება იგივე მოხდეს ახლაც და მერე ხელისუფლებამ გამოაცხადოს, რომ რა დროს არჩევნებია და არჩევნებს არ ჩავატარებ. თუმცა ფაქტია, რომ ასეთი ფორმირების შექმნა შიდა მოხმარებისთვის მოხდა და გათვლილი იყო ოპოზიციის დასაშინებლად.
ანუ ეჭვობთ, რომ, თუ დაჭირდა, არჩევნების ვადის გადასაწევად ხელისუფლება შეიარაღებულ ესკალაციასაც არ მოერიდება?
- დიახ, უგუნური ხელისუფლებისგან ეს გამორიცხული არ არის.
როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, ის არ გულისხმობს ერთ კონკრეტულ ადამიანს, არამედ ადამიანების ჯგუფს, რომელსაც ქვეყნის მართვაზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული. ეს ჯგუფი სრული შემადგენლობით წავა ასეთ ნაბიჯზე?
- სამწუხაროდ, ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას ერთი კონკრეტული ადამიანი იღებს. ძირითადი და მნიშნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ასეა.
ადამიანები, რომლებსაც აქვთ შეხება აფხაზურ მხარესთან, აღნიშნავენ, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს და 2008 წლამდეც ქართულ-აფხაზური ურთიერთობები უკვე რაღაც საიმედო ნიშნულამდე მივიდა. აგვისტოს ომმა კი, ყველაფერი წაშალა...
- ამ პროცესებში 2001 წლამდე ვმონაწილეობდი. მაშინ ჩვენ ბევრი ისეთი ნაბიჯი გადავდგით, რომლებიც ამ ურთიერთობების გაღრმავებას უწყობდა ხელს. მართალია კონფლიქტი საბოლოოდ არ იყო მოგვარებული, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, ჩვენ გავაჩინეთ ჟენევის პროცესი, ახლა რომ დაბრძანდებიან ეს ბიჭები. ეს ამათი დაწყებული არ არის, მაგრამ დღეს, ამას აღარ იმჩნევენ. ეს პროცესი 1996-1997 წლებში დაიწყო და არა 2003-2004 წლებში.
თუმცა, მაშინ ეს პროცესები, არცთუ დადებით აღიქმებოდა.
- დიახ, მაშინ ამ მოლაპარაკებების მიმართ იყო უარყოფითი დამოკიდებულება, იყო შემოტევები –ხომ არ ნიშნავდა ეს ტერიტორიების აღიარებას?.. ჩვენ შევძელით და მასში ჩვენი, ასევე გაეროს და საერთაშორისო თანამეგობრობის მეტად დიდი ძალისხმევა ჩაიდო. შევძელით ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა მაშინ არსებობდა „საქართველოს მეგობარი ქვეყნების ინსტიტუტი“ და მასში 5 ქვეყანა შედიოდა. სწორედ მათი ძალისხმევით შევძელით ჩვენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი შეგვექმნა და აგვემოქმედებინა. შევძელით ისიც, რომ ერთადერთი შუამავლიდან რუსეთიც ერთ-ერთ ხელშემწყობ მხარედ გადავაქციეთ. შეიქმნა ოთხი მუდმივმოქმედი კომისია და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი წინსვლა იყო.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კონფლიქტის მოგვარების კუთხით არა მხოლოდ გაერომ მიიღო, არამედ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა მოვახერხეთ დსთ-ს ფორმატშიც. ამასთან ერთად, მოვახერხეთ ის, რომ აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგი განვითარდა.
კონკრეტულად, რა მნიშვნელოვან მიღწევებზეა საუბარი?
- გახსოვთ, ალბათ, რომ აფხაზი ლიდერები ჩამოდიოდნენ აქ. თვით არძინბაც კი ჩამოვიყვანეთ. ე.წ. მინისტრები და პრემიერმინისტრები თბილისის ხშირი სტუმრები იყვნენ. ჩვენც ხშირად ჩავდიოდით სოხუმში და პირდად მე, აფხაზეთის ყველა სოფელი მაქვს შემოვლილი.
კეთილგანწყობა თუ შეინიშნებოდა აფხაზური მხრიდან?
- რა თქმა უნდა, შეინიშნებოდა და ეს პროცესი უკვე საკმაოდ შორს იყო შესული. გაეროს დახმარებით და ჩემი ინიციატივით განხორციელდა პროექტი - „ზომები და ღონისძიებები ნდობის ამაღლების მიზნით“. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ ოცდაათზე მეტი შეხვედრა ყველაზე შეურიგებელი პოლიტიკოსებისა როგორც – აფხაზური, ასე – ქართული მხრიდან. 1998 წლის ოქტომბერში გაეროს ეგიდით ათენში ერთმანეთს პირველ რიგში შევახვედრეთ აფხაზი პოლიტიკოსები და ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთიდან. ეს შეხვედრა ათ დღეს გრძელდებოდა და მეტად მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, რადგან ფაქტობრივად მოხდა დიდი შერიგება.
ყველაზე შეურიგებელმა და რადიკალმა აფხაზებმაც, მათ შორის – „აიდგილარას“ წარმომადგენლებმაც კი, სთხოვეს აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს პოლიტიკოსებს - აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ აფხაზეთში, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და ერთად უნდა ვიცხოვროთო.
შემდეგი შეხვედრა სტამბოლში გაიმართა და 25-25 საველე მეთაური შევახვედრეთ ერთმანეთს. ამ შერიგების პროცესსაც ბევრი ჟურნალისტი ესწრებოდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ. ვიდრე ამ პროცესებში ვიყავი, 2001 წლამდე, ეს ყველაფერი ზუსტად ასე იყო. დიალოგი უნდა გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, შემდგომ წლებში ყველაფერი შეწყდა და მივიღეთ ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს.
დსთ-ს მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები რაში გამოიხატებოდა?
- 1996 წელს დსთ-ს სახელმწიფოებმა მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად, გაერთიანების ყველა წევრს ეკრძალებოდა აფხაზეთთან სავაჭრო, ეკონომიკური, სამხედრო თუ სხვა ტიპის თანამშრომლობა საქართველოსთან შეთანხმების გარეშე. და ეს ყველაფერი მაშინ რეალურად განხორციელდა. ჩვენი ნებართვის გარეშე აფხაზეთში არცერთი გემი, ერთი გრამი ნავთობიც კი აღარ შედიოდა. აფხაზეთში მიმავალი ყველა გემი არა რუსეთიდან, არამედ თურქეთიდან შემოდიოდა ფოთში, მოწმდებოდა და შეთანხმების მიხედვით შედიოდა აფხაზეთში. მერე ამას დაარქვეს აფხაზებმა ბლოკადა. ამ შეთანხმებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს (დე იურე ისინი დღესაც საქართველოს მოქალაქეები არიან) არ შეეძლოთ წასვლა უცხოეთში, თუ არ ექნებოდათ ჩვენი ნებართვა. ამას მოყვა ის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ათასობით აფხაზმა ქართული პასპორტი აიღო ეს იყო 1997-1998 წლები და ამის გადამოწმება შეიძლება.
შემდეგ, ნახეთ რა მოხდა 2004 წლიდან, როდესაც დღევანდელი მმართველი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. ათასობით აფხაზმა უკვე რუსული პასპორტების აღება დაიწყო და ეს დამთავრდა იმით, რომ ისინი გამოცხადდნენ რუსეთის მოქალაქეებად, ბოლოს კი ამ ტერიტორიის მთლიანი ოკუპაცია მოხდა. შეადარეთ, რაც მე მოგიყევით და რა მდგომარეობა იყო მერე, და თქვენ თავად ნახავთ რეგრესი იყო ჩვენი მხრიდან თუ პროგრესი.
რამ გამოიწვია 2004 წლის შემდეგ მათი პოზიციების ასე მკვეთრად შეცვლა?
- ბევრმა მიზეზმა, პირველ რიგში, ალბათ, ამ ხელისუფლების აბსოლუტურად უგუნურმა პოლიტიკამ და აფხაზური მხარის აბსოლუტურმა უნდობლობამ ამ ხელისუფლების მიმართ. რა თქმა უნდა, სერიოზული როლი ითამაშა რუსეთთან ვითარების ასე დეკლარირებულად გამწვავებამ.
დეკლარირებულს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ სწორედ ამ პოლიტიკის პარალელურად მოხდა რუსეთისთვის ყველა ეკონომიკურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გადაცემა ხელისუფლების მიერ.
დღევანდელი გადასახედიდან ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რა პერსპექტივა ისახება? მითუმეტეს, რომ ჟენევის ფორმატი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
- ამაზე საუბარი დღეს, მეტად რთულია. საქმე ისეთ ცინიზმამდე მივიდა, რომ აფხაზეთი ვენესუელასა და ნიკარაგუაში საელჩოებს ხსნის. ეს ნონსენსია, მაგრამ ფაქტია. ასეთი ნაბიჯები ართულებს კონფლიქტის მოგვარებას, აფხაზური მხარისთვის ქმნის ილუზიას, რომ ისინი მართლაც დამოუკიდებლები და საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არიან. აქედან გამოსავლის ძებნა მეტად რთულია. მაგრამ პერსპექტივა, ჩემი აზრით არსებობს.
აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა ერთი პერიოდი ყოფით დონეზეც აღდგა. ბოლო წლებში რა ვითარებაა?
- ასეთი ურთიერთობები ახლა საერთოდ შეწყდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე ვმუშაობდი, აფხაზეთზე მეტად ცხინვალის რეგიონში იყო საქმე წინ წასული. გახსოვთ ალბათ ის წლები, როდესაც აჭარაში თავისუფლად შესვლა არც ისე მარტივი იყო და ბლოკ-საგუშაგოები იდგა. ამ პერიოდში ცხინვალში თავისუფლად შევდიოდით, დაბრკოლების გარეშე.
მნიშვნელოვანი კავშირები იყო ინტელიგენციის წარმომადგენლებს შორის. ცხინვალის უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები ჩამოდიოდნენ აქ, ჩვენები მიდიოდნენ ცხინვალში. საუბრები და შეხვედრები ქართულ ენაზე იმართებოდა.
ცხინვალში ქართული ლარი ბრუნავდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ იქაური ვითომ მინისტრები და პრემიერმინისტრი ჩვენთან ჩამოდიოდნენ თათბირებზე. თითქმის დასრულებული იყო მოლაპარაკება, რომ ერგნეთის ბაზრობაზე, რომელიც მოუწესრიგებელი იყო, სიტუაცია დალაგებულიყო და ერთობლივი კონტროლის ქვეშ მოქცეულიყო.
ეს ამბები კარგად უნდა ახსოვდეს მიხეილ მაჭავარიანს, რომელიც იმ პერიოდში შემოსავლების მინისტრი იყო. ჩემთან ერთად ის ორჯერ იყო ცხინვალში და ყველაფრის საქმის კურსშიც გახლდათ. შემდეგ ეს პროცესები რატომღაც გაჩერდა და როგორ დასრულდა, ხედავთ.
2008 წელს დაწყებულმა ომმა ყველაფერი წაშალა. არ მინდა ვთქვა, რომ ამ კონფლიქტში ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების ბრალი იყო. არც ისე მარტივი გასაგებია, ვინ, რა და როდის დაიწყო. დალაგებული სიტუაციის სანაცვლოდ იყო შეტაკება და ვისი ბრალი იყო ეს, დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგრამ, შედეგი დადგა ის, რაც გვაქვს.
აი სრული ტექსტიც:
http://www.presage.tv/?m=politics&AID=12010 This post has been edited by tintoreto on 30 Apr 2012, 16:02
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი