Sony-მ ორი ახალი საშუალო კლასის სმარტფონი Xperia XA2 და Xperia XA2 Ultra ოფიციალურად დააანონსა.
Xperia XA2 Ultra მის შემადგენლობაშია 6 დიუმიანი FHD რეზოლუციის 16:9 ფორმატიანი ეკრანი კორპუსთან 76.1%-იანი თანაფარდობით, Qualcomm Snapdragon 630-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება(256 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის სლოტის მხარდაჭერით), Android 8.0 Oreo ოპერაციული სისტემა, 3580 მილიამპერიანი ბატარეა, QuickCharge 3.0 სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია, LTE Cat. 12/13 მოდემი, USB-C, NFC, Bluetooth 5, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი კორპუსის უკანა პანელზე, ორი სიმ-ბარათის სლოტი, SmartAmp მძლავრი აუდიო დინამიკები და 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი.
მთავარი კამერის შემადგენლობაშია 1/2.3 დიუმის ზომის 23 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.0 დიაფრაგმიანი 25 მილიმეტრიანი ფართო ხედვისჰიბრიდული ლინზებით და Steady-Shot ელექტრონული სტაბილიზაციით. მასში ასევე გხვდება 4K ვიდეო გადაღება 30 კადრით წამში, Slo-Mo ვიდეო გადაღება 120 კადრით წამში და AR ეფექტები.
ფრონტალური კამერის შემადგენლობაშია ორი 16 და 8 მეგაპიქსელიანი სენსორები. 16 მეგაპიქსელიანი კამერა წარმოდგენილია 1/2.6 დიუმის ზომის სენსორით, F2.0 დიაფრაგმით და ოპტიკური სტაბილიზაციით, ხოლო 8 მეგაპიქსელიანი სენსორი წარმოდგენილია 18 მილიმეტრიანი 120 გრადუსიანი ფართო ხედვის ლინზებით.
Xperia XA2მის შემადგენლობაშია 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის 16:9 ფორმატიანი ეკრანი კორპუსთან 75%-იანი თანაფარდობით, Qualcomm Snapdragon 630-ის ჩიფსეტი, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება(256 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის სლოტის მხარდაჭერით), Android 8.0 Oreo ოპერაციული სისტემა, 3300 მილიამპერიანი ბატარეა, QuickCharge 3.0 სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია, LTE Cat. 12/13 მოდემი, USB-C, NFC, Bluetooth 5, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი კორპუსის უკანა პანელზე, ორი სიმ-ბარათის სლოტი, SmartAmp მძლავრი აუდიო დინამიკები და 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი.
მთავარი კამერის შემადგენლობაშია 1/2.3 დიუმის ზომის 23 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.0 დიაფრაგმიანი 25 მილიმეტრიანი ფართო ხედვის ჰიბრიდული ლინზებით და Steady-Shot ელექტრონული სტაბილიზაციით. მასში ასევე გხვდება 4K ვიდეო გადაღება 30 კადრით წამში, Slo-Mo ვიდეო გადაღება 120 კადრით წამში და AR ეფექტები.
ფრონტალური კამერის შემადგენლობაშია 8 მეგაპიქსელიანი სენსორი 18 მილიმეტრიანი 120 გრადუსიანი ფართო ხედვის ლინზებით და Steady-Shot ელექტრონული სტაბილიზაციით.
წყარო: Vortex.ge