როცა მდიდარი ელიტა დიდ ფულს დებს პოლიტიკურ პარტიებში, ეს 99% შემთხვევეებში იმას ნიშნავს, რომ მათ პირადი ინტერესი აქვთ.
პრაქტიკულად პოლიტიკოსების მოსყიდვაა. ამის ნათელი მაგალითი საქართველოში გვაქვს:
მინისტრებად ივანიშვილის კერძო კომპანიების პერსონალი დაგვიჯდა -
ისეთი კადრები, რომლებსაც არავინ იცნობდა და არასდროს ყოფილად ხალხის გვერდით, როცა გვიჭირდა.
შესაბამისად, შედეგიც სახეზეა - კულისებიდან მართული ხელისუფლება (ამაზე ყველა ვთანხმდებით).
ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს ჩვენი "ბნელი" საზოგადოების ბრალია, მაგრამ იგივე პრობლემა არსებობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც.
მაგალითად, აშშ-ში მაღალი ეშელონები ასევე მსხვილი კორპორაციების ინტერესებს სემსახურება და სენატში ლობისტები ზიან.
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოების განწყობა გავლენას ვერ ახდენს კანონის მიღებაზე.
საზოგადოებას მოსწონს თუ არ მოსწონს რაიმე კანონი, მისი მიღების შანსი მაინც დაახლოებით 30%-ია.
ამავე დროს, კანონის მიღების ალბათობა ბევრად დიდია, როცა იგი მდიდარი ფენის ინტერესებს ემსახურება.

მხოლოდ 2010-2015 წლებში ამერიკის 200-მა ყველაზე მდიდარმა კორპორაციამ ლობისტებში ოფიციალურად დახარჯა 5.8 მილიარდი დოლარი.
როგორ ფიქრობთ, ამხელა ფულს რისთვის უჯიბავენ პოლიტიკოსებს?

აშკარად და დაუფარავად ხდება პოლიტიკოსების მოსყიდვა.
და ამ პრობლემის წინაშე ნებისმიერი საზოგადოება შეიძლება დადგეს.
გამოსავალი:
1. დაწესდეს შეზღუდვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე და თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს მხოლოდ ლიმიტირებული თანხის შეწირვა.
2. აიკრძალოს კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ პარტიების მოსყიდვა-დაფინანსება.
3. თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეძლოს მხოლოდ ერთი მედია საშუალების ფლობა (რათა ერთმა მცირე ჯგუფმა მონოპოლია არ დაამყაროს ინფორმაციაზე).
This post has been edited by androabuladze on 8 Feb 2018, 20:12