მე ფეხბურთელები უფრო მაინტერესებს ვიდრე გუნდები, ამიტომ ვხსნი ამ თემას.
მითუმეტეს ბრაზილიელს პროტუგალიელის შემცვლელად მოიაზრებენ მადრიდში.
ორივე მარცხნიდან თამაშობს, ნატურალურად მემარჯვენეა და ორივეს შეუძლია ფორვარდად თამაში.
5 თებერვალს დაბადებულები, 7 წელი სხვაობა.
თან ლიგაზე მაგათი ჯახი მოახლოვდა.
მოკლედ:
26 წლის თავზე კრ7-ს ქონდა 213 გოლი 473 შეხვედრაში, აქედან 25 გოლი ნაკრებში, 89 საგოლე პასი, ანუ 302 პირდაპირი კონტრიბუცია გოლში, 1 ოქროს ბურთი, ერთი ოქროს ბუცი.
ნეიმარს აქვს 321 გოლი 520 თამაშში. ნარკებში ორჯერ მეტი - 53 გოლი, 171 პასი, 492 პირდაპირი კონტრიბუცია.
დღევანდელი ნეიმარი გაცილებით ეფექტური დრიბლიორია ვიდრე რონალდო ოდესმე იყო. რონალდოს საუკეთესო სეზონი ამ მხრივ იყო 2009/19 - (25 წლისა) - როდესაც თამაშში წარმატებულ 3.1 დრიბლინგს აკეთებდა მცდელობების 51%-იანი წარმატებით. ნეიმარი კი შარშან ლა ლიგაში 5.6 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებდა მატჩში 62%-იანი წარმატებით. ლიგა ერთში კი მატჩში 7.4 აკეთებს 68%-იანი წარმატებით.
ოქროს ბურთი არა აქვს ნეიმარს, მაგრამ აქვს პოტენციალი რომ ზედიზედ რამოდენიმე მოიგოს. საკლუბო და სანაკრებო წარმატებაზე იქნება დამოკიდებული დიდწილად.
რონალდომ 26 წლის მერე დაიწყო ტრანსფორმირება საჯარიმოს ფორვარდობისკენ, მისი გავლენა თამაშზე მთლიანობაში დაეცა, მაგრამ იქცა მსოფლიოში საუკეთესო ცენტრ ფორვარდად, რომელიც თამაშში გოლზე მეტს იტანდა, და თან უმნიშვნელოვანეს გოლებს. ნეიმარი კი რჩება ფართო ფეხბურთელად, რომელიც მიმართულია როგორც შეტევების განვითარებაზე ისევე მათ დასრულებაზე.
ჩემი აზრით, დღევანდელი ნეიმარი გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია ვიდრე საუკეთესო კრ7, გინდა ნიჭით/გაქანებით, გინდა საფეხბურთო სქილებით. სქილები სადაც კრ7 ჯობდა არის შორეული დარტყმა და თავით თამაში, ასევე პირისპირ მომენტების რეალიზაცია (ნეიმარის მთავარი მინუსი). დანარჩენ ყველა შეტევით კომპონენტში ნეიმარია უკეთესი (კრეატივი, დრიბლინგი, პასი, ტექნიკა).
ნეიმარი აუცილებლად მოიგებს ოქროს ბურთს (ალბათ რამოდენიმეს) და გაიტანს კარიერულად 600+ გოლს. (ისევე როგორც მესი და კრ7).
მესის კიდევ დარჩა რამოდენიმე წელი უმაღლეს დონეზე. შემდეგი ორი სამი წელი იქნება მესი ნეიმარს შორის დუელი საუკეთესოობისთვის.
რას ფიქრობთ?
მიმაგრებული სურათი