სალამი.
მოკლედ მაქვს Pentium G3420 4GB 1X Ram,DDR3,500HDD,3.2Ghz სიხშირით,2 ბირთვი და 2 ნაკადი და ვიდეო კარტა მაქვს DDR2 GT 9500 512MB.
მართალია საკმაოდ სუსტი CPU მაქვს და არც რამი გადმომდის თავზე მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ ვიდეო კარტა კიდევ უარესი მაქვს,მეცოდება მე მაგალითად რომ ასეთ ვიდეოზე ვამუშავებ :/
კვება მაქვს საკმაოდ სუსტი,420 ვატი აწერია მარა მაგდენიც არ იქნება რეალურად თითქმის დარწმუნებული ვარ(დიდათ ვერ ვერკვევი მაგრამ თავის დასაზღვევად ასე ჩავთვალოთ),
ხოდა 100 ლარში რამე მეორადი,ცოტა უკეთესი ვიდეო კარტა რა გაქვთ რომ ახლო მომავალში განვიხილო როცა ყიდვას გადავწყვეტ და უნდა აკმაყოფილებდეს 2 წესს:
1.ამას ჯობდეს
2.და ჩემმა კვებამ გაქაჩოს ანუ დაბალი ენერგომოხმარების
გაქვთ ასეთი რამე?
P.S. ამ ვიდეო კარტაში თავის დროზე 80 ლარი გადავიხადე
This post has been edited by controller on 10 Feb 2018, 11:21