#52189960 · 15 Feb 2018, 15:46  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         მოგესალმებით. 
  ასე თუ ისე ყველასთვის ცნობილია საქართველოში ტურიზმის შესახებ, ვისთვისაც ცნობილი არაა, მის გასაგონად დავწერ რომ ტურისტული სფერო სტაბილურად ვითარდება და საკმაოდ წარმატებულად. ყოველწლიურად მატულობს ვიზიტორთა რიცხვი. თებერვლის თვის მაჩვენებელით, წელს საქართველოს დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ესტუმრება, ქვეყანაში დახარჯული თანხა კი 3 მილიარდ დოლარს ასცდება. მატება არ შეიმჩნევა მხოლოდ წლევანდელი მონაცემებით, როგორც უკვე დავწერე ტურისტული სფერო სტაბილურად ვითარდება, მე დაახლოებით 4 წელია ამ სფეროში ვტრიალებ და საკუთარი თვალით ვხედავ მის განვითარებას. ერთ-ერთი, უფრო სწორად ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას ხელი შეუშალოს, არის არეულობა და ომი, რაც არამარტო ტურიზმის განვითარებას არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს.  ტურისტები ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან, ბოლო 2 წელია იმატა ნაკადმა არაბული ქვეყნებიდან, ერთი წლის წინ კი ირანი გააქტიურდა და წელს დაახლოებით 40 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.  ეს მოკლე მიმოხილვა იმისა თუ როგორია სიტუაცია. ახლა კი კონკრეტულად წინადადების გარშემო.  ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების უმთავრესი საზრუნავი არის სასტუმრო სადაც დაბინავდებიან, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჭერი თავზე არამედ კვალიფიციური პერსონალის მომსახურება, დროის საინტერესოდ გატარება, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გაცნობა და სხვადასხვა რეგიონის მონახულება, იქნება ეს ერთდღიანი თუ რამდენიმედღიანი ტურები. ქართული კერძები, ღვინო, ცეკვა სიმღერა და ა.შ. მოკლედ აინტერესებთ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ smile.gif  მე 4 წელია ამ სფეროში ვმუშაობ. მიმუშავია 2, 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროში მიმტანიდან დაწყებული მენეჯერობით დამთავრებული ყველა საფეხური გავლილი მაქვს. შევიძინე საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები რომ სასტუმროს საქმე ვამუშავო. ვეძებ ადამიანს რომელსაც აქვს თანხა და უნდა სტაბილურად განვითარებად საქმეში ჩადოს. თანხა არის 40000 ლარი, რომლის გაორმაგება შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ ერთ წელიწადში. (შეიძლება ცოტა უფრო მეტიც) 
  ვიღაცა ახლა გაიფიქრებს რომ თუ ასეთი მაგარი ხარ შენ თავად რატომ არ გააკეთეო. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, მე არ მაქვს 40000 ათასი, არც სახლი რომელსაც ბანკში ჩავდებ და არც შეძლებული ნათესავები. ბებიაჩემმა კი დამიტოვა ერთი ულამაზესი სახლი ულამაზეს ადგილას, მაგრამ იმ სახლს მხოლოდ ჩემთვის აქვს ღირებულება. რაც შეეხება მოგროვებას, მაგაზეც ვიფიქრე, მაგრამ ქართული ხელფასიდან გამომდიანრე, ამ თანხის მოგროვებას წლები დასჭირდება. ამიტომ ვისაც გაქვთ საქმისთვის 40000, გაინტერესებთ ტურისტული ბიზნესი, შეგიძლიათ გამომეხმაუროთ. შემეხმიანეთ, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ. მე ჩესას გეტყვით უფრო დაწვრილებით, თქვენ თქვენი გადაწყვიტეთ და თუ ერთმანეთს გავუგეთ, ჰო კარგი, თუ ვერა, ამაზე უაზროდ გატარებულ ერთ საათს, სხვასაც ბევრს გაიხსენებთ თქვენ ცხოვრებიდან. 
  მოდერატორს ვთხოვ არ წაშალოს ან სხვა თემას არ შეუერთოს.    
        
  -------------------- 
Ozymandias! 
        
       |