კვირას, 4 თებერვალს ტელეკომპანია "იმედმა" საუკეთესო სატელევიზიო დროს, 21 სააათზე მაყურებელი მოატყუა და აუწყა, თითქოს გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მარიხუანა მავნებელი არაა და დამოკიდებულებას არ იწვევს.
https://www.imedi.ge/ge/video/20506/marikhu...zatsiis-daskvnaამ დროს ამ ორგანიზაციის გვერდზე მთელი ჩამონათვალია, თუ რა უარყოფით შედეგებს იწვევს მარიხუანის მოხმარება:
http://www.who.int/substance_abuse/facts/cannabis/en/#"Acute health effects of cannabis use
The acute effects of cannabis use has been recognized for many years, and recent studies have confirmed and extended earlier findings. These may be summarized as follows:
1. Cannabis impairs cognitive development (capabilities of learning), including associative processes; free recall of previously learned items is often impaired when cannabi is used both during learning and recall periods;
2. Cannabis impairs psychomotor performance in a wide variety of tasks, such as motor coordination, divided attention, and operative tasks of many types; human performance on complex machinery can be impaired for as long as 24 hours after smoking as little as 20 mg of THC in cannabis; there is an increased risk of motor vehicle accidents among persons who drive when intoxicated by cannabis.
Chronic health effects of cannabis use
1.selective impairment of cognitive functi0ning which include the organization and integration of complex information involving various mechanisms of attention and memory processes;
2.prolonged use may lead to greater impairment, which may not recover with cessation of use, and which could affect daily life functi0ns;
3.development of a cannabis dependence syndrome characterized by a loss of control over cannabis use is likely in chronic users;
4.cannabis use can exacerbate schizophrenia in affected individuals;
5.epithetial injury of the trachea and major bronchi is caused by long-term cannabis smoking;
6.airway injury, lung inflammation, and impaired pulmonary defence against infection from persistent cannabis consumption over prolonged periods;
7.heavy cannabis consumption is associated with a higher prevаlence of symptoms of chronic bronchitis and a higher incidence of acute bronchitis than in the non-smoking cohort;
8.cannabis used during pregnancy is associated with impairment in fetal development leading to a reduction in birth weight;
9.cannabis use during pregnancy may lead to postnatal risk of rare forms of cancer although more research is needed in this area.
როგორც ვხედავთ, მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ მარიხუანა მიჩვევას იწვევს:
development of a cannabis dependence syndrome characterized by a loss of control over cannabis use is likely in chronic users;
ასე ტენდენციურად აწვდიან მაყურებელს ინფორმაციას "იმედის" ჟურნალისტები. ეტყობა, მათ ამოიკითხეს ერთ-ერთ პუბლიკაციაში, რომ მარიხუანის 200 კომპონენტიდან ერთ-ერთს სამკურნალო ეფექტი აქვს, საბოლოოდ კი გამოაცხვეს ცნობა, თითქოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე დაადგინა მარიხუანის მოხმარების უსაფრთხოება. ამ ცნობამ კი შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს მაყურებელი და ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას. ტელეკომპანია ვალდებულია ბოდიში მოუხადოს მაყურებელს და იმავე გადაცემაში აუწყოს სინამდვილე.
ტელეკომპანიამ დაუმალა მოსახლეობას ინფორმაცია კანაფის მავნე ზემოქმედების შესახებ და ყალბი ინფორმაცია მიაწოდა
ტელეკომპანია ფაქტიურად ნარკოტიკის - კანაფის არასათანადო რეკლამას აწარმოებდა თავის ეთერში, ეს კი რეკლამის შესახებ კანონისა და მაუწყებლობის შესახებ კანონთა დარღვევაა.
ტელეკომპანიას მივმართეთ შესწორების მოთხოვნით. შესწორების ნაცვლად "იმედმა" ახალი გადაცემა გააკეთა და რამდენიმე დღეს ახდენდა სიუჟეტის "კანაფი და ტრადიცია" რეკლამას.
11 თებერვლის სიუჟეტში "კანაფი და ტრადიცია"
https://www.imedi.ge/ge/video/20774/kanapi-...s-ganmavlobashi "იმედმა" გააგრძელა წინა კვირის გადაცემაში დაწყებული მარიხუანის პროპაგანდა.
სიუჟეტში ისევ ტენდენციურად დალაგებული მასალაა, რომელიც ამტკიცებს თითქოს კანაფისა და თრიაქის მოხმარება ტრადიციულად ხდებოდა საქართველოში, თითქოს თრიაქის (კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია, თრიაქი ოპიუმია და არა კანაფი) მოხმარება ჩვეულებრივი ამბავი იყო საქართველოში მეფეებით (ლაშა გიორგი, მე-13 საუკუნე და სვიმონ მეფე, მე-18 ს.) დაწყებული და მე-19 საუკუნეში ჩვეულებრივ მოქალაქეებთან მარიხუანის მოწევით დამთავრებული.
ტელეკომპანიამ სიუჟეტში რამდენიმეჯერ გააყალბა ინფორმაცია:
1. ტელეკომპანიამ რუსეთის მეფის დროინდელ განცხადებას გაზეთში - "დამრჩა თუნუქის ტრუბა შეხვეული პლანებით, ვინც დამიბრუნებს, 25 მანეთს ვაჩუქებ" ისეთი სახის ინტერპრეტაცია მოახდინა, თითქოს ვიღაცას დახვეული პლანით გატენილი ყალიონი დარჩა და გაზეთში ამიტომ განცხადება გამოაქვეყნა , ე.ი. პლანის მოწევა ჩვეული და "ბუნებრივი" ამბავი იყო.
ამ დროს "პლანები"(რუსული "план") სავარაუდოდ გეგმები ან ნახაზებია, რომელთა შესანახად გადასატანად ჩვეულებრივ თუნუქის ან მეტალის მილებიც გამოიყენებოდა, და არა მოსაწევი მოწყობილობა "ტრუბა" შეხვეული "პლანებით". ამ დროს პლანი არის დაპრესილი ყვავილების მტვერი და მას ვერ დაახვევ.
2. ტელეკომპანია არ ახსენებს მემატიანის ცნობას, რომ თრიაქმა იმდენად შეცვალა ქართლის მეფის სიმონის ხასიათი, რომ ყიზილბაშებიც კი „გიჟ სიმონს“ ეძახდნენ. არც ჯაფარიძე და არც ტელეკომპანია არ ამბობს, რომ სიმონის მიერ თრიაქის მოხმარებამ დაღუპა მრავალი ქართველი, რადგან როგორც მემატიანე მიუთითებს "ამოსწყჳტეს ქართველნი მრავალნი, დიდნი და მცირენი, და მაშინ მოკლეს ბატონიშვილი გოჩა, რომელი იყო პაპის ძმისწულის შვილი მეფისა სჳეონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი ამოსწყჳტეს. და მაშინ დაგმეს მეფე სჳმონ უჭკუობაზედ, რომ მწუანილისათჳს ამდენი კარგი კაცი ამოსწყჳტეს, და ამას ურუმნიცა და ყიზილბაშნიცა დელუ-სჳმონს ეძახდენ, რომელი ითარგმანების ხელი სჳმონ ჴელმწიფე.“
3. შემდეგი ტყუილია, რომ კანაფისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და აკრძალვა მხოლოდ საბჭოთა გადმონაშთია. თრიაქის, ოპიუმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იყო როგორც ისლამურ, ისე ქრისტიანულ საზოგადოებაში საუკუნეების მანძილზე.
აშკარაა, რომ "იმედი"-ს მოქმედება ორიკვირის მანძილზე მიზნად ისახავს ნარკოტიკების პროპაგანდას, რომელსაც ის ახდენს მაყურებლისათვის გაყალბებული ინფორმაციის მიწოდებით, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.
სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება:
1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
მოვუწოდებ კომუნიკაციების კომისიას დააკისროს "იმედს" შესაბამისი სანქცია და მიმართოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით
This post has been edited by bochormeli on 13 Feb 2018, 16:59