გაუმარჯოს ყველას ! მაქვს ასეთი პრობლემა და ალბათ ბევრს ექნება ამდაგვარი...
გავეცანი უნივერსიტეტების უმეტესობას მაგრამ არცერთს არ აქვს ის რაც მინდა.
კერძოდ კი მაინტერესებს С# ის Web/Winform... ამ მომენტისთვის მინდა შევისწავლო winform აპლიკაციები შექმნ და ასევე საიტების დიზაინი HTML5/CSS3.
მომავალში კი Unity Engine ზე მინდა თამაშების შექმნა C# ის გამოყენებით. ასევე შესაძლებელია C++ ის შესწავლაც.
გავიარე მაიკროსოფტის MDSN აკადემიის რამოდენიმე კურსი და C# ენის საკმაოდ კარგ ნაწილს ვხვდები ანუ სულ მთლად დამწყები არ ვარ...
ხოდა მაინტერესებს აი ამ ზევით ჩამოთვლილთაგან სად შეიძლება კარგ დონეზე შევისწავლო ისე რომ წელიწადში 10 000 არ ვიხადო უნივერსიტეტში...
მაქვს სტუ-ს ბაკალავრიატი გავლილი, ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ვიცი რომ სტუს პროგრამირების ფაკულტეტიც აქვს, მეგობარი სწავლობს მანდ და ამბობს რომ არაფერს ისეთს არ ასწავლიანო...
თავისუფალ უნივერსიტეტშიც არის ეს მიმართულება მაგრამ ცოტა სხვა მხარეს მიდის, უფრო ინჟინერიის მხრივ...
ჯავახიშვილზე ამბობენ არ ჩაბაროო მანდ...
ვინმემ დამაკვალიანეთ ვინც უფრო იცით სად რა როგორ ისწავლება...
თუ იცით რამე კოლეჯი ან დაწესებულება სადაც ასწავლიან კარგ დონეზე გთხოვთ დამაკვალიანეთ ამ მხრივ..
გთხოვთ სერიოზულად მოუდგეთ ამ კითხვას , ჩემი მომავალი წყდება აქ
This post has been edited by datoska on 11 Feb 2018, 19:14