მუნჯიუზე არის თემა მაგრამ რუმინულ კინოს ეკუთვნის ერთი ცალკე თემა, ყველაფრის იქ განხილვა არ ვარგა.
რუმინულური კინო არსებობს კაი ხანია, მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდნენ ახალი ტალღის ჩამოყალიბების შემდეგ. სერიოზულ რეალისტურ და მინიმალისტურ კინოს იღებენ. ძირითადად ჩაუშესკუს პერიოდზეა ფილმები.
ძირითადი რეჟისორები
Cristi Puiu - ჟანრის მამა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი რაც გადაიღო
Marfa si banii 2001 წელს, ორ ჯიგარს ტავარი მიაქვს ქალაქში, შეყვარებული ყავთ აკიდებული. ასწორებს კარგი ფილმია
ლაზარესკუს სიკვდილი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუმინული ფილმი, ძალიან სერიოზული შავი კომედიაა, უეჭველი სანახავია
Aurora - თვითონაა მთავარ როლში, ვერ ჩამოვყალიბდი ეს ფილმი მომეწონა თუ არა, თავის პონტში ასწორებს მაინც.
კიდე ერთი აქვს მაგრამ ის არ მაქვს ნანახი და ერთიც ახალი წელს გამოდის
Cristian Mungiu - პირველი აღიარებული ახალი ტალღის ფილმის რეჟისორი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Occident ახალი ტალღის ფილმი არაა, მაგრამ მაინც კარგი კომედია
4 თვე, 3 დღე და 2 კვირა - უძლიერესი ფილმი, პალმ დ'ორი მოიგო თავის დროზე, ოსკარებზე ნომინირებულიც კი არ იყო რისთვისაც აკადემიას მაგრად მიესხა და ცვლილებები შეიტანეს ფილმების არჩევნის პროცესში. შედევრია ეს ფილმი ჩემი აზრით.
Dupa dealuri - კიდევ ერთი უმაგრესი ფილმი, ოსკარების შორთლისთში მოხვდა მაგრამ ნომინაცია არ მისცეს
ახალ ფილმს ველოდებით, წელს გამოდის
Corneliu Porumbiu
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
12:08 East of Bucharest - ძალიან მაგარი სატირული კომედია, ესეც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია ამათი
Politist, adjectiv - ესეც კარგი ფილმია, ახალგაზრდა პოლიციელს არ უნდა ბავშვების დაჭერა მარიხუანას მოწევაზე და აწვებიან ზემოდან.
When Evening Falls on Bucharest or Metabolism - დიდი არაფერი, ჟანრი თუ მოსწონს კაცს იყურება ესეც
ახალ ფილმს ველოდებით, თან კარგი შეფასებები აქვს
Radu Muntean
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Furia - არ მაქვს ეს ნანახი
Hîrtia va fi albastrã - ძალიან კარგი ფილმი რევოლუციაზე, როგორი ბალაგანი იყო და ვინ ვის ესროდა რო არ იცოდნენ მაგაზეა ფილმი. ჰაილი რექომენდიდ.
Boogie - ჯიგრული კინო, ბავშვობის ძმაკაცები შემთხვევით ხვდებიან ზღვაზე და ერთად იხსენებენ ძველ დროს, კარგი ნოსტალგიური ფილმი, ესეც რეკომენდირებულია.
Marti, dupa Craciun - ესეც კარგია, მომეწონა მე.
ახალ ფილმს ამისასაც წელს ველოდებით
Cristian Nemescu - ავარიაში დაიღუპა ეს, ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს, California Dreaming და Marilena de la p7, დიდად არც ერთი მომეწონა
Calin Peter Netzer
აქვს სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი რომლიდანაც ნანახი მაქვს მარტო
Pozitia copilului, ძალიან მაგარი ფილმი, საკმაოდ ცნობილი, დედა როგორ აკონტროლებს შვილს, უეჭველი სანახავია.
სხვა რეჟისორებიც ყავთ მაგრამ ესენი არიან ყველაზე მნიშვნელოვანნი
ისე კარგი ფილმები:
Amintiri din epoca de aur - ჩაუშესკუს პერიოდზე ექვსი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება ფილმი, მაგარი ღადაობა მომენტები ჩითავს, ერთ-ერთი სეგმენტის რეჟისორია მუნჯიუ, კარგი ფილმია
Eu cand vreau sa fluier, fluier - საკაიფოა ესეც, უსაქმურობისას იყურება
Balanta - ძველი ფილმია შედარებით, მაგრად მომეწონა, აღწერა თუ დაგაინტერსებთ უყურეთ, შავი კომედიაა ესეც, ლაზარესკუს წააგავს.
Filantropica - ეს კინაღამ დამავიწყდა, მაგარი ღადაობაა ესეც, შავი კომედია რა თქმა უნდა
Toata lumea din familia noastra - ხოხმა კინოა, რამდენიმე მომენტზე ავყირავდი
Aferim! - ახალი ფილმია საკმაოდ კარგი რეიტინგით და ბევრი პრიზით. საინტერესოდაა გადაღებული და აჩვენებს XIX საუკუნის რუმინეთს, სერიოზული არაფერია მაგრამ ღირს ნახვა ჩემი აზრით.
ამ ხალხის ხსენების გარეშე არ შეიძლება რუმინულ ახალ ტალღაზე საუბარი:
Oleg Mutu - ოპერატორი

Dragos Bucur - ამის დაბროს გარეშე არ იღებენ მგონი ფილმს, როგორც კანინგჰემია ირლანდიაში ესეა ეს რუმინეთში

Luminita Gherghiu - ესეც ეგრეა

თუ ვინმემ რამე კარგი იცით დაყარეთ და ვნახოთ. მახსენდება მეც თანდათან რაღაცეები და ჩავამატებ მერე ალბათ
This post has been edited by Metallica Loverman on 17 May 2016, 13:56