#52183913 · 14 Feb 2018, 18:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდო ანადგურებს ქვეყნის ეკონომიკას. საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი კი წლების მიხედვით შემდეგია: 2010 წ. -3558.7 მილიონი დოლარი 2011 წ. -4885.8 მილიონი დოლარი 2012 წ. -5679.7 მილიონი დოლარი 2013 წ. -5112.4 მილიონი დოლარი 2014 წ.-5740.8 მილიონი დოლარი 2015 წ. -5095.6 მილიონი დოლარი 2016 წ.-5181.5 მილიონი დოლარი 2017 წ.-5251.5 მილიონი დოლარი
ანუ როგორც ხედავთ მიუხედავად იმისა ხელისუფლების სათავეში მიშა იქნება თუ ბიძინა მაინც ყოველ წელს უკან უკან მივდივართ. ჩვენ კი მუჩელში ენა გვაქვს ჩაგდებული და ხმას არ ვიღებთ. როგორც მინიმუმ სავაჭრო სალდოს უარყოფითი ბალანსი ნულამდე უნდა იქნას დაყვანილი, რათა საქართველოს ეკონომიკის უკუსვლა შევაჩეროთ. ამაზე რა თქმა უნდა ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ჩვენი ეკონომიკის ასეთი სავალალო მდგომარეობა აჭყობს ყველა უცხო ქვეყანას, ვინც ამით მოგებულია და მეორეს მხრივ ეს ყელს ჭრის საქართველოს. ამიტომ სწორედ ამ მიზეძით უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში უნდა დავუშვათ მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაძლევის პირობას დადებენ და თუ ამას არ შეასრულებენ, ისინიც დაუყოვნებლივ უნდა გადავირჩიოთ.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|