მოკლედ დავიძინე და რას ვხედავ.
ალიზე დგას სცენაზე და მღერის, უეცრად, ყველასგან საკვირველად დაიწყო არაადეკვატური ქცევა. პირში გაიქანა ხელი და თითებით იზელდა ღრძილებს ამაზრზენად. არაადეკვატურად. განა ისე სექსუალური რომ ყოფილიყო. მერე მუჭა შეკრა და შეიყო პირში, თან ცეკვავდა. თითქოს ერორმა მისცა და წყობიდან გამოვიდაო.
მოკლედ მერე აქ დავპოსტე, ყველა ჩაიხოცეთ, იძახდით ეს რეებს აკეთებსო. მეკითხებოდით, აუუუ სად გააზრეეე. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მართალს ვიძახი.
ჯულსი და კატუტუ მახსოვს კიდევ. ჯულსი არ მახსოვს რას წერდა, მაგრამ კატუტუმ აუ რა ამაზრზენი გოგო არისო.
საოცრება ისაა რომ სიზმარი ნაწილობრიმ ამიხდა, უბრალოდ ლინკი არ მაქვს დასადები და თქვენი ფანტაზია უნდა გამოიყენოთ, და ჩემი აღწერაც შეიძლება გამოგადგეთ.