ფრთხილად !
არც თუ ისე ახალი FOREX და სხვადასხვა ბროკერული კანტორები, რომლებიც ირწმუნებიან რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს რამდენიმე დღეში ასწავლიან მსოფლიო ეკონომიკას, სხვადასხვა ნედლეულის, სხვადასხვა კომპანიების აქციების მოსალოდნელ ღირებულებებს და გაცვლითი კურსების პროგნოზირებას მაშინ, როდესაც ამ ყველაფერზე წვდომა მაღალკვალიფიციურ ექსპერტებსაც კი არ აქვთ, ბროკერ სექტებზე აღარ მაქვს საუბარი. ამასობაში კი თვითონ რატომღაც მარტივ შემოსავალზე უარს ამბობენ და გარანტირებული საკომიოების მიღების მიზნით თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში.
ასე რომ მსგავსი შემოთავაზებებისას ბროკერებს და მათ მიერ ნაქებ "ანალიტიკოსებს" მოსთხოვეთ თუნდაც ფასიანი პროგნოზები უფასო "განათლების" ნაცვლად. რაზეც გარანტირებულ უარს მიიღებთ იმიტომ, რომ მახეში გაბმის ნაცვლად, საბროკერო კომპანიის "ანალიტიკოსის" არასწორი პროგნოზით, მომემნტალურად გაგიჩნდებათ საკმირისი კითხვები იმასათვის, რომ მახეს თავი აარიდოთ.
P.S
პირადად მე მსხვერპლი არ ვარ. მქონდა შემოთავაზება და ადგილზეც ვიყავი რამდენჯერმე ერთერთ კანტორაში, მაგრამ გარდა იმისა რომ ყველანაერი დემაგოგიის მომენტალური ყნოსვის უნარი მაქვს, ბუნებრივია სანამ მათ მიერ მოთხოვნილ 4 ციფრიანი თანხის შეტანაზე ვიფიქრებდი, თითქმის ერთ კვირაზე მეტი გადავატრიელი მთელი ინტერნეტ სამყარო და როგორც უბრალო ადამიანების ასევე ამ სფეროში ავტორიტეტული ადამიანების გამოხმაურებებით დავრწმუნდი რომ 1 ლარის შეტანაც კი არ ღირდა ამ კანტორაში.
ამ ფილმის ამ კონკრეტულ მონაკვეთში კარგადაა ახსნილი მთავარი მუღამები
This post has been edited by OKELA84 on 16 Feb 2018, 22:23