ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს იარაღი არ ჰქონიათ.
როგორც ზურაბ ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, იარაღები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან მიიტანეს.
„მე სრულიად ვეთანხმები პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას ბრალდებულების და პირადად ჩემს მიმართ, რამდენადაც ბრალდებაში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიმართლე, ჭეშმარიტება. შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში მოგიყვეთ ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას ამ წლების განმავლობაში. პირველ რიგში, ალბათ, საზოგადოებისთვის საინტერესო არის ის, დაკავებულ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა იარაღი და იარაღი არის თუ არა ჩადებული. მე კატეგორიულად ვაცხადებ პირველად თქვენს ეთერში - იარაღები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, იარაღები შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა დაახლოებით 50 წუთის, 1 საათის- საათნახევრის მერე, ზუსტი დრო არ შემიძლია გითხრათ. იარაღები შემთხვევის ადგილზე არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია. იქ მოხდა გასროლა პატრულ-ინსპექტორის მიერ, სადაც დაიჭრა ბუტა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ხაზს ვუსვამ, პირველად ვიძახი თქვენს ეთერში, გელაპარაკებით, როგორც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი - მე დაახლოებით 40-50 წუთში ვიყავი შემთხვევის ადგილზე და მისვლისას არც ერთი იარაღი არ მინახავს, არც საბრძოლო მასალა, არც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და არც პისტოლეტი. დასამალი არ არის, იარაღები მოტანილი იქნა მაშინდელი საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ მიქაძის მიერ, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან“, - განაცხადა თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულია როგორც ზურაბ ბაქრაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება, ასევე ზურაბ მიქაძეც.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...h-miitanes.htmlვიძიუ ლინკზე
ასევე
ბუტა რობაქიძის საქმეზე ექსპერტებმა ვიდეომასალების ავთენტურობა არ დაადასტურეს
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ. ექსპერტებმა საქმეში არსებული ვიდეომასალებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ჩანაწერი რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა ორიგინალი არ იყო, ასევე დადასტურდა, რომ არსებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია. დაცვის მხარე ექსპერტთა ჩვენებას უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავს, რომ დასკვნაში ვიდეო მონტაჟის კვალი მესამე წუთიდან იწყება და მასალის მთავარი ნაწილზე საუბარი არ არის.
მანამდე, საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცეს გადაცემა „პატრულის“პროდიუსერმა და ჟურნალისტის დამ. ორივე მოწმემ განაცხადა, რომ მოკლულს და მის მეგობრებს, იარაღი ჩაუდეს. ერთ-ერთმა მოწმემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელი უფროსის მხრიდან შანტაჟზეც ისაუბრა. რაც ბრალდებულების მხარემ უარყო.
ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/48827/bu...-ar-daadasturesველოდები,როდის განთესდება გურგენა მატროსოვზე
This post has been edited by Free_World on 16 Feb 2018, 17:23