ჰო, მოკლედ ცოტა ფილოსოფიური კითხვაა.
ან რა იდეის თუ კონცეფციის ირგვლივ ვერთიანდებით ახლა ქართველები?
ეკლესია და საპატრიარქო აერთიანებსო ხალხსო რომ იძახიან და შესაბამისად თუნდაც კორუმპირებულ საპატრიარქოსთან ბრძოლა ქვეყნის ღალატიაო, ეს ნამდვილად გაერთიანებაა თუ უფრო "ბრბოზაცია", ხალხის რაღაც მართულ მასად ქცევა, რომლებსაც ერთმანეთი ეზიზღებათ და ჭამენ, ეგ კიდე საკითხავია. ერთიანობა ქვია ახლა ამას, რაც ხდება?

უკიდურეს ინდივიდუალიზმს და ეგოცენტრიზმს არ ვემხრობი, ვფიქრობ რაღაც ნაციონალური იდეაც და ღირებულებათა სისტემაც ჭირდება საზოგადოებას, რომ გარკვეულ წნეხს გაუძლოს გლობალიზაციის პირობებში და მეტნაკლებად ჰარმონიულად შეერწყას მიმდინარე ცვლილებებ. ასეთი იდეა არ არსებობს, თითქოს რესურსი არ გვყოფნის, რომ ჩამოვაყალიბოთ.
This post has been edited by wolfchant on 6 Jul 2018, 21:50