#52690308 · 11 May 2018, 17:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ სიტუაცია ასეთია, მშობლების სახლი, სადაც ვცხოვრობ, 120 კვ.მ პლეხანოვზე, გაგირავებული გვქონდა ერთ სტუდენტზე, ნუ ერთი ოთახი, ოქტომბრამდე 4000 $-ად (10კ ლარი) ამ სტუდენტმა თავის ნებით განაჯვა, თანხა უნდა დავაბრუნოთ ოქტომბრამდე და სესხს მე არ მაძლევენ (გაშავებული ვარ 5კ ლარამდე მექნება ბაჭაჭყანა სესხები) შემოსავალი მაქვს 2000+ ლარი, ვინაიდან და რადგანაც მშობლები ერთი წელია პენსიონრები გამიხდნენ, ვერც ის მოვახერხე ეს ჩემი ვალი დამეფარა, მამაჩემის ვალებს მოვრჩი ეხლახანს + ოჯახის ხარჯები თავის ძმის ოჯახიანად.. ერთადერთი ტერა ბანკიდან მოვიდა ვიღაც და 24%-ში აძლევენ ჩემ მშობლებს სესხს 5 წლიანს, 17200 გამოდის საბოლოოდ დასაფარი, ისიც შვილი, ანუ მე უნდა ჩამაყენონ თავდებში და ჩემი გადაუხდელი სესხებისთვის გადასაფარად უნდა აიღოო 24%-ში ეგეც, დამატებით სადღაც 5კ-მდე ალბათ, მომცა ამ ონლაინების(რომლებსაც უჩვენებს კრედიტინფოში) ჩამონათვალი და მოელაპარაკე ძირებზეო, ზოგი საერთოდ არ წერია ჩამონათვალში რაც მაქვს, ზოგი დაფარული წერია, ზოგი ორჯერ წერია და ზოგიც საერთოდ სხვა სახელით ოპერირებს. სხვა მარტივი გზა არ არსებობს რო 10000 ლარი ავიღოთ სესხი და გირავნობა იმ სტუდენტის გადავაბაროთ რამე ინსტანციას/ინსტიტუტს/პიროვნებას/დედისალერსს? თიბისიში დავრეკე და არ შეგვიძლია, ეგეთი სერვისი არ გვაქვსო, გამკაცრდა რაღაც სახელმწიფოს მხრიდანო და რეალურად ამ გირავნობის იპოთეკას ვერ გადავაბარებ რამე სხვას?
|