გარემოს სააგენტო მოსახლეობას ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვრის შესახებ აფრთხილებს
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისისა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის მასების გავრცელების შესახებ აფრთხილებს. უწყება განმარტავს, რომ ეს შესამჩნევი იქნება დღეიდან, 18 იანვრიდან.
"აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს.
აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა", - წერია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32229137.html* * *
ეს ღა გვაკლდა
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa