ასეთი creepy სიზმარი არასოდეს დამსიზმრებია...
რა შუაში იყო ამ კვირა დღეს მარა მაინც....
მახსოვს, ხელში ჩამივარდა რაღაც ფლაერი. აი ქუჩაში იეღოვას მოწმეებს რომ აქვთ ხოლმე გამოფენილი. რაღაცა ეგეთი იყო ოღონდ უფრო ფერადი და ნავაროჩენი დიზაინის. შავ და ყვითელ ფერებში იყო და წვრილი შრიფტით ეწერა რაღაცა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გაბოლდებული იყო. რეალურ ცხოვრებაში არასოდეს მქონია შეხება მაგ ხალხთან, თუ არ ჩავთვლით ერთ ინციდენტს, როცა პალატაში ნაოპერაციებს ვიღაც ქალი დამადგა 3 სქელტანიანი წიგნით ეს უნდა წაიკითხოო... დამიყარა და წავიდა... მივხვდი, რომ მოგზავნილი იყო...
დავუბრუნდეთ სიზმარს. ზუსტი ტექსტი არ მახსოვს, მაგრამ ამ ფლაერში ეწერა, რომ მის პატრონს შეეძლო გამხდარიყო განსაკუთრებული შესაძლებლობების. ანუ როგორც ჯინი ხდის ალადინს. ან მასკა მის პატრონს. ეს ფლაერი იყო ერთადერთი სამყაროში. პატრონი მას უნდა გაფრთხილებოდა და თუ ის სწორად მოიქცეოდა, იგი გახდებოდა უკვდავი და უძლეველი. ნუ დაახლოებით ეგეთი რაღაცეები ეწერა. ფლაერში უნდა ჩაგეწერა რაღაც კოდი, რომლის გენერირებაც ხზ საიდან ხდებოდა. აი მერე ძაან საინტერესო რაღაცეები ხდება...
მახსოვს, რომ ერთ დღესაც ვიღვიძებ და მაგიდაზე დევს 2 ფურცელი. აი ბავშვობაში, შეიძლება ეხლაც იყიდება მწვანე 12 ფურცლიანი რვეულები „тетрадь» რომ აწერია. და იქიდან იყო ამოგლეჯილი შუა 2 ფურცელი, რომელიც გატენილი იყო ფორმულებით და მიმატება გამოკლება/გამრავლება-გაყოფის კომბინაციებით. შავ მასალად რო იყენებ რა მათემატიკური მაგალითების თუ ამოცანების ამოსახსნელად. უცებ ფლაერი გამახსენდა, რომ იქ სპეციალურად დატოვებულ გრაფაში უნდა ჩაგეწერა 4 ციფრიანი კოდი, რომელის შემდეგაც ძაან მაგარი რაღაცა უნდა მომხდარიყო წესით. აი GTA-ში რომ შეგყავს რაღაც კოდები და ხან დაფრინავ ხან იარაღები გეხსნება ხან უკვდავი ხდები და ა.შ...
დავიწყე ამ კოდის გენერირებაზე ჩალიჩი. მახსოვს ოთახი ჩავაბნელე და შიგნით ვინც შემოდიოდა ვაგდებდი გინებით. ძალიან აგრესიული გავხდი, ჩემი ძმა ლამის დავაინვალიდე იმდენი ვურტყი, რომ ოთახიდან გასულიყო. ვეძებდი განსაკუთრებულ კოდს, რომელიც ყველა განსაკუთრებულ შესაძლებლობას ერთად მომანიჭებდა. რაღაცა ფანარი ავიღე ულტრაიისფერი სინათლე ქონდა და დავიწყე ამ ფურცლის ნათება, რომ რაღაცა 4 ციფრიანი კოდი გამოსახულიყო. მთელი ღამე გავათენე, მაგარი ვეწვალე და მახსოვს მკრთალად გამოჩნდა 0000.
ეგრევე ვეცი ამ ფლაერს და ჩავწერე გრაფაში პასტით 0000. ბოლო 0-ის მოხაზვა რომ დავასრულე, უცებ ვიგრძენი საოცარი სიმსუბუქე, თითქოს 4 მეტრიან ჭერამდე რაღაცა ძალამ ამაგდო და დამანარცხა იატაკზე. მხედველობა დამიქვეითდა. მატრიცაში, ტენკი რო ტრინიწის ვერტმფრენის მართვის პროგრამას ჩაუტვირთავს, რაღაცა ეგეთი მომივიდა თვალების დახამხამების პონტში. სიბნელე იყო არაფერი არ ჩანდა. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიხედავდი სარკეში. ხელები გამიდიდდა. კუნთები გამეზარდა ძალიან, ჩემ თავს ვატყობდი, რომ სიმაღლეშიც მოვიმატე და ფიზიკურად არანორმალური სიძლიერის გავხდი. თითქოს რკინის კუნთები ამომივიდა, რომლის დაზიანებაც შეუძლებელი იყო. სიმაღლეში ისე მოვიმატე, რომ თავით ჭერს ვეხებოდი. სამზარეულოში ვიღაცის ხმა გავიგე და მივხვდი, რომ ჩემ ოთახში შემოსვლას აპირებდა. ხელი იმხელა მქონდა უკვე, რომ აივნის კარის სახელურისთვის გამიჭირდა ხელის მოკიდება, რომ გამეღო და გადავმხტარიყავი, არ მინდოდა რომ ასეთი ვინმეს ვენახე. ჩემი სახე არ მქონდა ნანახი რა იცი იქნებ მონსტრის სახე მქონდა. Captain america-ში რომ დაახლოებით ეგეტი ტიპის ტრანსფორმაცია მოხდა, ოღონდ მე უფრო დიდი ვიყავი. მე-12 სართულიდან გადმოვხტი, დაჟე ჰაერში ჩემდაუნებურად სალტოც გამომივიდა, ოღონდ დაშვებისას არ ხმა ყოფილა არც არანაირი ტრამვა. უხმოდ დავეხტი, თითქოს ყოველ დილით ასე გავდიოდი სახლიდან.
არ ვიცოდი რა მექნა... გარემოს ჩემში აგრესიას იწვევდა. მივხვდი, რომ შემეძლო ყველაფერი დამენგრია და გამენადგურებინა ისეთი სიძლიერის ვიყავი. ვგრძნობდი, რომ რასაც მოვინდომებდი ყველაფერს გავაკეთებდი და ჩემი დამმარცხელებლი არ არსებობდა.
უკვდავების, სიძლიერის და აგრესიის კოდი შემიყვანია...
თუ თქვენც დაგესიზმრათ ეგეთი რაღაცა იცოდეთ, რომ 0000 ყველაზე მაგარი კოდია
თქვენი სიზმრები ჩამოწერეთ