#52275338 · 1 Mar 2018, 18:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, მჭირდება პრაქტიკოსი ადვოკატის, იურისტის მოსაზრება.
მოკლედ წინასასამართლო სხდომას ადვოკატი არ ესწრებოდა და გასაცნობად მოითხოვა ამ სხდომის ოქმების გადაცემა.
მოვიდა მოსამართლის თანაშემწის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც უარს ეუბნევიან ოქმის გადაცემაზე , იმ მოტივით რომ სასამართლო სხდომაზე არ მონაწილეობდა. არადა ადვოკატის ორდერი ჩვეულებრივ საქმეშია და ჩამოცილებული არ არის საქმიდან !
უარი რომ უკანონოა და აბსურდული, ამაზე ორი აზრი არ არის და მაგაზე არც გამიხსნია თემა.
უბრალოდ მაინტერესებს ვისთან უნდა გასაჩივრდეს ეს უარი ? სისხლის საპროცესო კოდექსში არაფერი წერია.
ალბათ სასამართლოს თავმჯდომარესთან, მაგრამ რომელ მუხლებზე და კანონზე დაყრდნობით ?
|