ბევრი ამბობს რომ coinmarketcap-ზე რომელიმე ალტკოინის და USD ფასის ყურებამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს და ჯობია altcoin/btc ფასებს უყუროს კაცმა... ხოდა ჩამიჯდა თავში ეგ იდეა. უბრალოდ ცოტა ძნელი მისასადაგებელია ტვინში უკვე გამჯდარი დოლერის ფასი და სატოშების რაოდენობა...
გარდა ამისა წავაწყდი ამ საიტს, ნაჩვენებია ქოინების ფასი რა იქნებოდა მათი Total Coin Supply რო ყოფილიყო იგივე რაც აქვს BTC-ს ანუ 21 მილიონი...
მართალი გითხრათ ზუსტად ვერ გავერკვიე რაში შეილება გამოიყენოს კაცმა ეს ინფორმაცია და გავარჩიოთ მგონი საინტერესო თემაა...
რიპლი ღირს 1$ ეხლა... არადა 39,009,215,838 XRP აქვს სუპლაი... მხოლოდ 21 მილიონი რო ქონდეს ეღირებოდა $6,005.34 ანუ ნაკლები ვიდრე BTC ღირს ეხლა...
მარა რაში გვადგება ეს ინფორმაცია მაინც ვერ მივხვდი...
Stellar ღირს ეხლა $0.39 ეღირებოდა - $2,421.03
და რამაც დამაბნია კიდე:
Neblio ეხლა ღირს $14.80 დღეს სიპლაი აქვს პატარა, სულ 13,586,943 NEBL - ხოდა რო ქონოდა 21 მილიონი... ეღირებოდა $11.91
ანუ რა გამოდის?
მოკლედ გურუებო და ჭკუის კოლოფებო... გადახედეთ საიტს და ეგება აგვიხსნათ უბრალო მოკვდავებს რა ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ აღნიშნულ ინფორმაციას

)
http://bpeindex.com/ This post has been edited by Tenno on 22 Feb 2018, 00:46