ერთი @ღნერი.
"ინაშვილმა გაგვყიდა" - ბორჯომში ჩაჩანიძის იმპიჩმენტს "ოცნებასთან" ერთად "პატრიოტებიც" ითხოვენ
2018-03-21 15:36:47 · ამობეჭდვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საკრებულოს თავმჯოდმარის, ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის მოთხოვნა დარეგისტრირდა. დოკუმენტს ხელს აწერს "ქართული ოცნების" 13 და "პატრიოტთა ალიანსის" ორი დეპუტატი.
როგორც ბორჯომის საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატი გიორგი გიუაშვილი "პირველ რადიოსთან" საუბარში აცხადებს, ეს ყველაფერი ირმა ინაშვილის დავალებით მოხდა. გიუაშვილის თქმით, "პატრიოტების" წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა- ტატა მარტინენკომ და მამუკა ლურსმანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის და ასევე "პატრიოტთა ალიანსის" წევრის, ზაზა ჩაჩანიძისს გადაყენების მოთხოვნას ხელი ინაშვილის მითითებით მოაწერეს:
"ინაშვილმა გაგვყიდა. ორი დეპუტატი გადაიბირა "ოცნებამ" მისი დავალებით და ხელი მოაწერეს. ეს ირმა ინაშვილის დავალებით არის გაკეთებული. მისი ნათესავია მარტინენკო და ბიუროზე განგვიცხადა რომ უნდა მისცეს ხმა ოცნებას." აცხადებს გიუაშვილი.
მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის და მას შემდეგ, რაც ბორჯომის საკრებულომ ქალაქის მერიისთვის ხელფასების მომატებას მხარი არ დაუჭირა, ინაშვილისგან არაერთხელ მიიღეს მითითებები, რომ მხარი დაეჭირათ და პრობლემები არ შეექმნათ ოცნებისთვის- "მთელი სამი თვეა ერთ ამბავში გვაყენებდა ირმა ინაშვილი. გაუგორდით, გაუტერეთო... მაგრამ არ ემორჩილებოდა არავინ" განაცხადა გიუაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3