#52248637 · 25 Feb 2018, 09:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, ბევრი ნაცნობისგან თუ არანაცნობისგან(ვირტუალურ სივრცეში) ხშირად შევხვედრივარ სიტყვებს, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთთესოები, უნიჭიერესები, თვით ღვთისგან დალოცვილი ერი და მეორედ მოსვლა ქართUლად იქნებაო. ხშირად მიფიქრია რატომ აქებს ქართველი წარსულ და აწმყოში ვერ ცხოვრობს? იქნებ იმიტომ რომ გენეტიკა გვაქვს სუსტი და არ შეგვიძლია რეალური პრობლემები მოვაგვაროთ? მე დარწმუნებული ვარ რომ აწმყოს პრობლემების იგნორირებით და წარსულის დედიბით მხოლოდ ჩვენვე წავაგებთ და სამარცხვინო მდგომარეობაც სახეზე გვაქვს ქვეყანაში. ეს გამოიხატება პირველ რიგში იმით რომ ადამიანები გარბიან საქართველოდან ე.წ. გეი ევროპაში და ამერიკაში. ანუ საქმე-საქმეზე რომ მიდის იქიდან აღარც ჩამოდიან, იმიტომ რომ ჯოჯოხეთად აღიქვავენ ჩვენს ყოფას, არაერთი შემხვედრია ასეთი. ჩემი თანამშრომელი რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა ჩამოსვლისას დაეწყო დეპრესია და ამბობდა ოღონდ აქედან გამაღწევინა და არაფერი მინდაო. აწმყოში გვაქვს ფაქტიურად ჯოჯოხეთი, ქონების არაადეკვატური მე ვიტყოდი არაადამიანური გადანაწილება, სირაქლემის პოზაში მყოფი ეკლესია და მთავრობა რომელსაც ყურადღება გადააქვს აწმყო პრობლემებისგან. კიდევ ჩამოვწერე პრობლემები რომელიც ერთ-ერთი უპირველესი მგონია. სანამ თავად არ გამოვფხიზლდებით არაფერი გამოვა.
ბანკების არაადეკვატური პროცენტები ისედაც გაღატაკებულ ქვეყანაში არის დიდი პრობლემა, მაგრამ მას ზურგს მთავრობა უმაგრებს,იმიტომ რომ თვითონ იღებს სარგებელს.
ქვეყანაშI ფაქტიურად აღარ არის საშუალო ფენა. ღარიბები და ღატაკები ქვეყნის 90%+ აღწევენ.
უსამართლო შრომის კოდექსი, სადაც დასაქმებულს არანაირი უფლებები არ აქვს.(მე მაგალითად შვებულებაში 7 დღე გამიშვეს)
არაადეკვატური მთავრობა, რომელიც ვერ ართმევს თავს გამოწვევებს და რიგ შემთხვევაში სრულად აიგნორებს მათ.
უსამართლო სასამართLო სისტემა, ფაქტიურად ნაყიდი მოსამართლეები და მიკერძოებული გადაწყვეტილებები.
გაჩაჩანაკებული ხალხი, რომლებსაც ადეკვატური აზრივნება აღარ შეუძლიათ და ვერ აფასებენ მოვლენებს.
თვითონ მთავრობის ოჯახები და გარშემო ადამიანები, ვინც შავზე თეთრს იახიან და პრობლემების არსებობას ფაქტიურად უარყოფენ.
|