როდესაც პირველად ეს ვიდოები ვნახე სიცილი ვერ შევიკავე და გავიფიქრე ეს სირები არიან მეთქი, მაგრამ შემდეგ როცა გავიხსენე მხედრიონის ჩვენი ვაჟკაცი გაჩხერილი მეომრები, და ჩვენს მიერ წაგებული ბოლო სამი ომი სიმწრის ცრემლები წამომივიდა და ვთქვი სირები პაკისტანელები, ინდოელი და ბერძენი მეომრები კი არა ჩვენ ვყოფილვართ მეთქი.
https://www.youtube.com/watch?v=0l33w-AclSEhttps://www.youtube.com/watch?v=j3c8pBr5pcshttps://www.youtube.com/watch?v=c7Y-bhTZJxYძველი ბერძნები და რომაელები უბადლო მეომრები იყვნენ, მაგრამ ისინი თავიანთ უძლეველობას იდეალური სამხედრო წესრიგით და მწყობრის დაჭერით იძენდნენ. ამპარტავან ბარბაროსებს ეს ეპაზორებოდათ და ამიტომაც დედა ჰქონდათ ხოლმე ბრძოლის ველზე ნატირები.
ასეთ ბარბაროსებს შორის იყო სომხეთის მეფეთ მეფის ტიგრან დიდის 300 ათასიანი არმია, რომელიც რომაელმა მხედარმა ლუკულუსმა 30 ჯერ უფრო მცირე რიცხოვანი ჯარით დაამარცხა. ტიგრანკერტის ბრძოლაში რომაელებმა ასი ათასი სომეხი მოკლეს, ასი ათასი ტყვედ ჩაიგდეს, დანარჩენმა ასი ათასმა ბრძოლის ველიდან გაქცევით უშველა თავს და თვითონ კი მხოლოდ 5 მეომარი დაჰკარგეს. აი როგორ უბედურებამდე შეუძლია საერთო სიბრიყვეს და მართლაცდა ბარბაროსობას რომელიმე ერეის მიყვანა. დღეს სწორედ ასეთი საყოველთაო ბარბარუსული სიბრიყვე გვჭირს ქართველებსაც.
თემას რომელიც მე აქ წამოვწიე 28 წელია რაც საქართველოსთვის ყველაზე უფრო სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ქართველი ხალხი უკვე იმდენად არის ზომბირებული რომ ლოგიკური აზროვნების ნატამალიც კი აღარა გვაქვს შერჩენილი.
რა უნდა ქნა კაცმა ასეთ სიტუაციაში?
რომაელები თავიანთ რკინისებურ წესრიგს ფასციით ამყარებდნენ. ფასცია იყო წნელების კონა, რომელშიც ნაჯახიც იდო. ამ ფასციას მატარებელთ ლიქტორები ერქვათ. რომის რესპუბლიკაში უმაღლესი ხელისუფლების მატარებლებად ორი კონსული ირჩეოდა და თვითეულ კონსულა ასთი 12 ლიქტორი დაჰყვებოდა თან. თუ ვინმე ლეგიონში წესრიგს და წყობას დაარღვევდა, მას ლიქტორები ჯერ გაწკეპლავდნენ და შემდეგ კი თავს კვეთთდენ. თუ რომის რესპუბლიკაც ძალიან დიდი განსაცდელი შეექმნებოდა, მაგალითად თუ მათზე დაუმარცხებელი ჰანიბალი ილაშქრებდა, მაშინ რომაელები ორი კონსულის ნაცვლად ექვსი თვის ვადით უკვე დიქტატორს ირჩევდნენ. და მას უკვე 24 ლიქტორი ეძლეოდა.
დღეს საქართველოს ერთადერთი ხსნა ასეთი 24 ლიქტორიანი დიქტატორის არჩევაა, რათა მან ქვეყანაში საყოველთაო ბარბაროსული სიბრიყვე აღკვეთოს და ერი ამ მომაკვდინებელი განსაცდელისგან გადაარჩინოს.