აწყობილია 3 წლის წინ Ebay-დან გამოწერილი კომპონენტებით. ქეისი, კლავიატურა და მაუსი უბრალოა. რაც არ არის ნამდვილად უბრალო, არის Cooler Master 1200W (1440W Max) Silent Pro Gold კვების წყარო, რომელიც ამ კომპისთვის უჩვეულოა და გაცილებით დიდ დატვირთვაზეა გათვლილი. მონიტორი შეძენის დღიდან დევს გაუნძრევლად და არ აქვს არანაირი ხმარების კვალი. დედაპლატა 1155 სოკეტზეა, რაც იძლევა დანარჩენი ნაწილების თავისუფლად ჩანაცვლების საშუალებას. ვიდეო ბარათი მუშაობს 'ვირივით' პროცესორთან ერთად, რომელიც მიუხედავად დაძველებისა, მაინც მშვენირად მუშაობს. ჩადგმულია 2 ცალი 4GB-იანი კინგსტონის ოპერატიული მეხიერების ბარათი, საკმარისი ამ კომპით გასაკეთებელი ნებისმიერი საქმისთვის. პროცესორის, ვიდეოს და ოპერატიულის კომბინაცია ამ მონიტორზე High-ზე თავისუფლად უშვებს 2017-მდე გამოშვებული თამაშების უმეტესობას. ოპერაციული სისტემის სწრაფად მუშაობისთვის ჩაყენებულია 120GB ADATA-ს SSD და ჩართვის დრო (Boot up) დაახლოებით 5 წამია დედაპლატის ლოგოს შემდეგ. Maxtor-ის 150GB და Hitachi-ს 240GB მყარი დისკები 10 წლის წინ შეძენილი კომპიდანაა გადმოყოლილი, შესაბამისად არასახარბიელო მდგომარეობაში არიან და არ არის რეკომენდირებული ზედ სენსიტიური ინფორმაციის შენახვა. სამაგიოროდ გაგატანთ WD Elements-ის 1 ტერაბაიტიან გარე დისკს, რომელიც არ გამოირჩევა ზე-სისწრაფით, მაგრამ საიმედოა. მოყვება 5+1 აუდიო სისტემა (5 დინამიკი და საბვუფერი). დისკი წამკითხველი არაა შეერთებული (ვინღა იყენებს

)

მონიტორი: Viewsonic 22” Full HD LED
დედაპლატა: MSI MS-7680 (LGA1155 სოკეტზე)
ვიდეო ბარათი: Sapphire Radeon R9 270X (2 GB GDDR5)
პროცესორი: Intel Core i5-2500K @ 3.30GHz
ოპერატიული მეხსიერება: 8GB Kingston DDR3-1600 (800 Mhz)
მყარი დისკი: ADATA 120GB SSD + 150GB Maxtor + 240GB Hitachi + 1TB Ext. HDD
კვების წყარო: Cooler Master 1200W (Up to 1440W)
აუდიო სისტემა: A-TECH 5.1 Channel + Subwoofer
კვების ბლოკით და დინამიკებით კომპის ფასია 1100 ლარი, მათ გარეშე - 900 ლარი.
* * *
ვინაიდან ფორუმზე იშვიათად ვარ ხოლმე, დაინტერესდების შემთხვევაში პირად ნომერზე დამიკავშირდით.
მაიმარკეტზე დევს განცხადებაც და ნომერიც:
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11519094