პირველი, ის რომ საფირმო ნიშანი - "ხელფასს არ აიღებს" აქაც გამოიყენა:
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/37139/ka...lpass-ar-aigebsშეღება გმირთა მოედნის მიწისქვეშა და რამდენიმე სხვა გადასასვლელი.
გააუქმა რამდენიმე საბჭო, მათ შორის ზონალური საბჭო, მაგრამ არ გააუქმა ის რასაც ეს საბჭო აკეთებდა.
საახალწლო განათების შესყიდვა ჩაატარა ტენდერის გარეშე - რა განათება იყო ასეთი "ევროპული"? წინა წლებში დაახლოებით იგივე იყო მესამედ ფასად.
ორბელიანის ქუჩის რეკონსტრუქცია დაიწყო, დიდი ალბათობით, ივანიშვილის და საკუთარი ინტერესების მისაღწევად.
სიტი-პარკზე არანაირი ხმა არ ისმის მერიიდან
ქალაქის განვითარების გეგმა არ არსებობს.
დაეხმარა რამდენიმე გაჭირვებულს სამედიცინო სერვისის მისაღებად.
გასცა რამდენიმე ნებართვა უკანონო მშენებლობების განსაახლებლად. (აქ უკვე ტენდენციაც იკვეთება, ბევრი ასეთი იქნება მომავალში)
ანუ, ფაქტიურად, არაფერი არ გაუკეთებია ამ 100 დღის განმავლობაში, საკუთარი თავის რეკლამის (PR) და თავისი ახლობლების საქმეების გარდა.
სხვა რამე ალბათ არც იყო მოსალოდნელი, კარგი იქნებოდა, რომ ამ ეტაპზე მაინც გამოჩენილიყო თბილისში კარგი ქალაქის თავი, მაგრამ არ გამოვიდა.
ლეკიშვილის, ზოდელავას, უგულავას, ნარმანიას (და ერთი-ორი სხვისიც) ტრადიციების გამგრძელებელი იქნება ძირითადში. (გამოყავი რემონტზე ფული, გააქრე ფული, ხალხი და კანონი დაიკიდე)