ხაშურის და ხულოს საკრებულოებმა მეტროსადგურებში დასუფთავების მოსაკრებელი გაწერეს
http://go.on.ge/lryხაშურის და ხულოს საკრებულოების დადგენილებებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და ტარიფებია განსაზღვრული. აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია Reginfo-მ მოიპოვა.
ხულოს საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის დადგენილებით, ვაგზლები, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურები, მათ შორის აეროპორტები, ვალდებული არიან 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარი გადაიხადონ.
მსგავსი შინაარსის ცხრილია მოცემული 2015 წლის 2 თებერვლის ხაშურის საკრებულოს დადგენილებაში, სადაც იმავე ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლი 1 მ3 ფართობზე თვეში 4 თეთრია.
ხაშურის და ხულოს საკრებულოების დადგენილებები, სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებიდან შაბლონურად არის გადატანილი.
2016 წლის 5 დეკემბერს, ახმეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დაამტკიცა, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები, მაშინ როდესაც საქართველოში მეტროპოლიტენი მხოლოდ თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაცია ასევე Reginfo-მ მოიპოვა.
///////////
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ღორის სპერმის ვალი აქვს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლო სხდომაზე, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ღორის სპერმის დარჩენილი 500-ლარიანი დავალიანების საკითხიც განიხილა. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ რიგით მეცხრამეტე საკითხი, სწორედ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის სუბსიდირება იყო. ცვლილების სახით ბიუჯეტში გათვალისწინებული 500 ლარი კი, სწორედ შეძენილი ღორის სპერმის დავალიანების დასაფარად იყო გამოყოფილი.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს საკითხი გააპროტესტა. ფრაქციის წევრის თქმით, გაუგებარია რატომ იღებს სუბსიდიას ფერმერთა გაერთიანება, რომელიც წინა მოწვევის საკრებულომ გააუქმა.
ამაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა, რომ ეს წინა წელს შეძენილი ღორის სპერმის დავალიანებაა.
საბოლოოდ, ოზურგეთის ყოფილი გამგეობის მიერ ღორის სპერმის 500-ლარიან დავალიანებას, რომლის გადახდაც თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ მერიას დაეკისრა, ოზურგეთის საკრებულო შემდეგ სხდომაზე განიხილავს
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3