
დიდი ხანია მინდოდა ამ ჯგუფზე გამეხსნა თემა და აი როგორც იქნა გავხსენი. იმედია მარტო მე არ ვარ ისეთი ვინც დიჩრეპს უსმენს

დოიჩრეპი გამოაცოცხლა ამ ჯგუფმა და ნამდვილად იმსახურებს თემას.
KMN Gang ეს არის 4 ნახევრად გერმანელი რეპერისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ოფიციალურად 2015 წელს დრეზდენში შეიქმნა. ჯგუფის წევრები არიან და მათი სასცენო სახელებია Zuna (ლიბანელი), Azet (ალბანელი), Miami Yacine (მაროკოელი) და Nash (ერაყელი). ჯგუფის პირველი წევრები იყვნენ ცუნა და აცეტი, შექმნის იდეაც მათ ეკუთვნით. შემდეგ მათ დაემატათ მაიამი იასინი და ბოლოს ნეში. მათი პირველი პრუდუქტი იყო ცუნას Richtung Paradies EP, (Extended Play (EP) - ალბომთან მიახლოვებული ვარიანტი), რომელიც 2016 წლის 20 იანვარს გამოვიდა. შემდეგი იყო ასევე EP, ამჯერად უკვე აცეტის Fast Life EP, რომელიც 2016 წლის 3 ივნისს გამოვიდა. სექტემბერში კი უკვე გამოვიდა მაიამი იასინის სინგლი, სახელწოდებით "Kokaina", რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა ჯგუფს და ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახადა. "კოკაინას" კლიპს "იუთუბზე" პირველ თვეში 10 მილიონი ნახვა ჰქონდა და ის გახდა ყველაზე წარმატებული გერმანულენოვანი კლიპი 2016 წელს. ამ წუთის თვის კლიპს 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ოქტომბერში სიმღერამ მიიღო პლატინის სტატუსი. "კოკაინას" შემდეგ იყო რამდენიმე სინგლი, რომლებიც გაერთიანებულია KMN Street EP.1-ში. 2017 წლის 14 აპრილს კი გამოვიდა ჯგუფის და კონკრეტულად ცუნას სადებიუტო ალბომი "Mele7". ამ ალბომში შესულმა სიმღერამ "Nummer 1" მიიღო ოქროს სტატუსი, რამდენიმე თვეში კი პლატინის სტატუსსაც დაეუფლა. ცუნას შემდეგ კი სადებიუტო ალბომი უკვე მიამი იასინმა გამოუშვა სახელწოდებით "Casia", რომელიც 2017 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა და რომელშიც შევიდა სინგლი, "კოკაინა". ამ ალობომში ოქროს სტატუსი მიიღო სიმღერამ "Bon Voyage". ამ ორი ალბომის გამოსვლამდე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი აცეტი დააპატიმრეს დაახლოებით 7 კილო მარიხუანას ვაჭრობისთვის და ამავე დროს ადამიანის დაჭრისთვის. მას 2 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კრიმინალური ისტორიის არ ქონის და დანაშაულის აღიარებისთვის მას სასჯელი შეუმსუბუქეს, მარტში კი ის თავისუფალი იქნება. პროცესში კი უკვე მისი სადებიუტო ალბომი, "Fast Life"-ია, რომელიც ამ წლის 30 მარტს გამოვა. რაც შეეხება ნეშს, მან ამ 3 წლის განმავლობაში რამდენიმე სინგლი გამოუშვა თუმცა საქმე ალბომამდე ან თუნდაც EP-მდე არ მისულა. სამწუხაროდ მან აცეტის ბედი გაიზიარა და იანვარში ის, მისი ძმა და მათი ორი მეგობარი ნარკო ტრეფიკინგისთვის, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევისთვის დააპატიმრეს. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ჯგუფის წევრები თვლიან რომ 2018 წელს იქნება KMN Gang-ის ბუმი თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში. #2018wirdunserJahrsein #KMNistdieGang #NextLevel
► “Mele7”
https://KMN-Gang.lnk.to/ZunaMele7
► “CASIA”
https://miamiyacine.lnk.to/Casia
► “FAST LIFE”
https://Azet.lnk.to/FastLife
This post has been edited by GigiTsereteli on 28 Feb 2018, 15:41