#52289599 · 4 Mar 2018, 14:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაქვს ასეთი გეგმა. მინდა ავტოლიზინგით (ანუ საავტომობილო სესხით) შევიძინო საერთოდ ახალი, კომფორტული, ყველაფრით აღჭურვილი მარშუტკა 10 000 ევროდ. ასევე გავაკეთო საიტი უცხოელი ტურისტების მოსაზიდად და ჩამოსულებს დავხვდე აეროპორტში, შემდეგ წავიყვანო და დავათვალიერებინო საქართველო, როგორც ხდება ხოლმე რა შეთანხმების მიხედვით. რუსული ენა ვიცი, ინგლისური არა, ამიტომ რუსულენოვან ტურისტებს ვუმასპინძლებ, მძღოლიც თავად ვიქნები და გიდიც. თუმცა თავიდან ერთ გამოცდილ გიდს ავიყვან დამხმარედ.
როგორ ფიქრობთ ღირს ასეთი რამის ცდა? რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, რისი გათვალისწინება მომიწევს და ა.შ.
|