ADB-ის ვიცეპრეზიდენტი: 3 მილიარდიანი ინვესტიცია საქართველოს ჰაბად გადაქცევას მოემსახურება
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვენჩაი ჟანგის განცხადებით, საქართველოში 3 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რაც ქვეყნის მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებას და ერთგვარ ჰაბად გადაქცევას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში განუცხადა.
"მოხარული ვარ, რომ დღევანდელი რეგიონული კონფერენცია წარმატებით გაიხსნა. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქმე განამშომლობის განვითარებას, აზიისა და ევროპის რეგიონებს შორის კავშირების გამყარებას, ცენტრალური აზიის რეგიონებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ეხება. ამ კუთხით ჩვენ ბევრის გაკეთება შევძელით საქართველოს ხელშეწყობით. საუბარია 3 მილიარდიან ინვესტიციაზე, რაც მოემსახურება საქართველოს დაკავშირებას მეზობელ ქვეყნებთან და ამ ქვეყნის ერთგვარ ჰაბად გადაქცევას. ასევე ფართომასშტაბიანი პროექტები განხორციელდება, ესაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი და მომავალში იგეგმება ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალიც. ამ პროექტებში ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით, რაც საქართველოსთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს",-განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო, მსოფლიო საფოსტო კავშირი, რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიურო და ა.შ.) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები, კერძოდ, ბიზნესსექტორის 1100 წარმომადგენელი, მათ შორის 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის.
ვენჩაი ჟანგი

არაფერი არ ეტყობა ამ კაცს ჟანგის
http://www.ipress.ge/new/93029-ADBis-vicep...s-moemsakhureba This post has been edited by რეკეტი on 28 Nov 2017, 15:59