***
ლეილა აბაშიძე (დ. 1 აგვისტო, 1929, თბილისი — გ. 8 აპრილი, 2018, თბილისი[1]) — ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.
1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.
კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“, რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. იყო მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი 1958 წლიდან.

"ქაჯანა" (1941), კატო
"ოქროს ბილიკი" (1945), იუტა
"აკაკის აკვანი" (1947), ნაზიბროლა
"ქეთო და კოტე" (1948), გოგონა ყვავილებით
"გაზაფხული საკენში" (1950), ნინო
"ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954), ლელა
"ჭრიჭინა" (1954), მარინე
"ჩვენი ეზო" (1956), მანანა
"აბეზარა" (1956), ლია
"სად არის შენი ბედნიერება, მზია?" (1959), მზია
"მაია წყნეთელი" (1959), მაია
"მე ვიცეკვებ" (1962), ("აზერბაიჯან-ფილმი"), დაგმარა
"ხევისბერი გოჩა" (1964), ძიძია
"ავარია" (1965)
"შეხვედრა წარსულთან" (1966), ნინო
"შეხვედრა მთაში" (1966), ლალი - მზევინარი
"მოლოდინი" (1969), ქეთევანი
"დიდოსტატის მარჯვენა" (1970), ვარდისახარი
"გასეირნება თბილისში" (1976), ლია
"სინემა" (1977)
"თბილისი, პარიზი, თბილისი" (1980), თეა შერვაშიძე
"ყველა კომეტა როდი ქრება" (1982)
"ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(1985)
"ლეგენდა სურამის ციხეზე" (1986)
"ორომტრიალი" (1986), მსახიობი ქალი
"ზვარაკი" (1990)
"როცა ბებიას პაემანზე მიეჩქარება" (2011)
***
აუ ხალხო მაგრად მევასება, კარგი მსახიობია, 14 წლის ვარ და აბსოლიტურად მისი ყველა ფილმი მაქვს ნაყურები, ძალიან გთხოვთ თუ გაქვთ მასზე რაიმე ინფორმაცია ან სურათები გთხოვთ ნუ შეგეზარებათ და დადოთ. ხო კიდე, მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ, ჩემი არაფერი ბრალი არაა, ერთ საიტზე წავიკითხე ეგ წყეული ინფორმაცია და მეც აქ დავწერე. ბოდიში ყველას ! ! !
This post has been edited by MEDS on 3 Oct 2018, 22:36