შევეცდები ამომწურავი პასუხი გავცე ყველა კითხვას, ვინაიდან 2 მანქანაზე გვიყენია გაზი და ამასთან ინტერნეტში სხვადასხვა რუსულ და უკრაინულ ფორუმებზე ვეძებდი ინფორმაციებს.
არსებობს ორნაირი გაზი- ბუნებრივი (მეთანი) ანუ cng და თხევადი (პროპან-ბუტანის ნარევი, ნავთობის წარმოების ნარჩენები) ე.წ. lpg
ჩვენთან გავრცელებულია ბუნებრივი გაზი, ვინაიდან ექსპლუატაცია ჯდება შედარებით იაფი, ვიდრე თხევადი, დაახლოებით 10-15%, და გაცილებით იაფი, ვიდრე ბენზინი, დაახლოებით 40%.
დაყენება-მონტაჟი:
ჩვენთან გავრცელებულია პირველი თაობის აღჭურვილობა, უმარტივესი, რომლიც შედგება გაზის ბალონისგან, რედუქტორისგან და გაყვანილობისგან.
ამჟამად სხვაგან უკვე მეხუთე თაობის გაზის აღჭურვილოაც ყენდება, ახლა გავრცელებულია მეოთხე, მათზეც დავცერ, თუ გინდათ.
ბუნებრივი გაზი:
რედუქტორი იტალიური 140 ლარი თურქული 65 ლარი,
შრომა 100 ლარი კიდევ ბლომად რაღაცეები უნდა (შლანგები გადამრთველი, ტრაინიკები...), სულ 100 ლარამდე.
თხევადი გაზის მონტაჟში ერთადერთი განსხვავებაა რედუქტორი, ახალი იტალიური ღირს 100 ლარი, მეორადი რუსული 15-20 ლარი, თუმცა ჩამოყვანილ (ძირითადად ჰოლანდიიდან) მანქანაზე მოხსნილი რედუქტორი (და ბალონიც და თავისი ყველაფერი) შეიძლება სულაც გაჩუქონ (ახლობელმა პერეგონშიკებმა

)
ეს Yველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ ე.წ. მერვე პოლკში.
ყველაზე ძვირი ჯდება ბუნებრივი გაზის ბალონი.
არსებობს სხვადასხვა ბალონი:
ყველაზე ძვირია იტალიური ტიტანის ბალონები, მგონი ფაბერის ფარმისაა, ზედ ბალონს უნდა ეწეროს მონაცემები, არის ასევე ''პლასმასის'' ბალონები, თუმცა ცარიელი პლასმასი არაა, შიგნით ''ჩაწნულია'' ლითონის მავთულები, ასევე ''კაპრონის'' ბალონები, რომლებსაც აქვთ შეზღუდული ექსლუატაციის ვადა (15 წელი) და დატენვის რაოდენობა (მგონი 15000-ჯერ შეიძლება მათი დატენვა)
რაც შეეხება მოცულობას, ჩათვალეთ უხეშად, რომ 1 კუბი ერთილიტრი ბენზინია.
ფასები:
იტალიური ბალონი 1 კუბი ღირს გდეტა 20$, ანუ 10 კუბიანი ბალონი ღირს 200$, თან რაც დიდია ბალონი, მით ძვირია, 20 კუბიანი შეიძლება 450 $ ღირდეს.
რას ვიგებთ:
ფაქტიური დანახარჯი არის 100 ლარი, ანუ მონტაჟის ფასი, ვინაიდან ბალონიც და სხვა ყველაფერიც გრჩებათ, შეგიძლიათ გაყიდოთ, გააჩუქოთ, სხვა მანქანაზე გადაიტანოთ.
ბენზინთან შედარებით მოგება არის დაახლოებით 30-40%, ვინაიდან 1 ლიტრი ბენზინი დაახლოებით 1 კუბ გაზს უდრის, ანუ 1,60 ლარის მაგივრად იხდით 1,10 ლრს, თან გაზის შემთხვევაში მოტყუება ცოტა ძნელია, გაზშიც ვერაფერს შეურევენ, რას შეურევ 250 ატმოსფერო წნევაზე.
ამასთან, გაზის აპარატურას აქვს ერთი კარგი ონკანი, რომელსაც ცოტათი თუ გადაუჭერთ, გაწევაც დაიკლებს და გაზის წვაც, და ფასში მოგებამ შეიძლება 50% შეადგინოს.
გარდა ამისა, თუ ზეთი გატარებთ 10000 კმს, გაზზე გაგატარებთ 15000-ს და რატომ.
აქ პატარა გადახვევა ზეთებზე:
ნორმალური ზეთი ბენზინზე უნდა გაშავდეს (სულ ახალ მანქანებს არ ეხებათ

). თან მალევე, 1000-2000 კილომეტრზე. კარგ ზეთებს გააჩნია სარეცხი დანამატები, ხოლო ჩვენ ბენზინებს გააჩნია ბლომად ნაგავი და მინარევები, რომელსაც რეცხავს ეს ზეთი და შავდება. თუ ზეთმა გაგატარატ 10 000 კმ და არ გაშავდა, ან სულ ახალი მანქნა გყავთ და ევროპულ ბენზინს ასხავთ, ან ზეთია ნაგავია და აღარ გაეკაროთ.
გაზი ზეთს არ აშავებს, ვინაიდან აბსოლუტურად სუფთაა, თუ ზეთი მაინც გაშავდა მალევე, ძრავს ქონია პრობლემა.
გაზი ძრავს არ აფუჭებს, ეს მითი მგონილია ტაქსისტების მიერ, რომლებიც ასხავენ ნაგავ 2-ლარიან ზეთს, რომელსაც არ ცვლიან 20000- 50 000 კილომეტრზე, ვინაიდან ზეთი არ შავდება !
მეტიც, გაზზე მომუშავე ძრავების რესურსი (ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობა) იზრდება 1,5-ჯერ (თუ რა თქმა უნდა ნორმალურ ზეთს ჩავასხავთ)
რას აფუჭებს გაზი
სარქველებს წვავს, ან გალოვკას აფუჭებს, ისიც 50000- 100 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, მაგრამ აბა დათვალეთ, ამხელა გარბენზე გაზი რამდენ ეკონომიას მოგცემთ, შეიძლება მანქანის ფასი ამოიღოთ, გალოვკა რა პრობლემაა, თან ჩვენ ბენზინების გამოისობით ამხელა გარბენზე ძრავი ხდება ხშირად დასაშლელი და კალიცოები და ვკლადიშები დასაცველელი.
რატომ იწვება სარქველები:
გაზი ცილინდრში იწვის უფრო დიდხანს, ვიდრე ბენზინი, ანუ როცა გამომშვები სარქველი იღება, ცილინდრში ისევ ალია, რომელიც გადადის გალოვკაში და წვავს სარველა, მის ე.წ. შედლოს, და ''სალნიკებს'', სულ ესაა, ამის წამალი კაი ხანია მოგონილია, ე.წ TIMING ADVANCE PROCESSOR; ეს ''რელე'' საკმაოდ იაფია, გდეტა 50$, მონტაჟი ადვილია, და აკეთებს ერთადერთრაღაცას, ე. წ. რანნი ზაჟიგანიე 12 გრადუსით ბუნებრივი გაზისთვის და 6 გრადუსი თხევადი გაზისთვის. გაწევაც იმატებს, გაზის ხარჯიც იკლებს, ძრავიც იზოგება.
კაი ბლომად დავწერე. თუ შეკითხვები გექნებათ, არ მოგერიდოთ...