#52254963 · 26 Feb 2018, 12:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით! თუ შეგიძლიათ ამიხსნათ, რამდენიმე დღის განმავლობაში დამეწყო მარცხენა მხარეს ნეკნების ზემოთ ტკივილი (კუჭთან). არ არის აუტანელი ტკივილი ან ძალიან შემაწუხებელი მაგრამ მცირეოდენ დისკომფორტს მიქმნის. დიდი ხანია არ მიჭამია წვნიანი, ვეწევი სიგარეტს და მოკლედ ბევრ რამეს ვაქედებ ცუდს იმისათვის რომ სიმშრალე იყოს ალბათ კუჭში. არანაირი წვა, სიმშრალის გრძნობა არ მაქვს არადა ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე წესით უნდა იყოს, არანაირი აუტანელი ტკივილი. თან მარცხნივ რომ მტკივა ხოლმე ხანდახან იგივე ადგილას გაყოლებაზე მარჯვნივ შეიძლება ამტკივდეს (გაციებული ვარ, ზუსტად მაშინ დამეწყო ტკივილები როდესაც გავცივდი). შეიძლება თუ არა რომ გაციებას დავაბრალოთ? უბრალოდ ცოტათი მტკივა ხოლმე ხანდახან ძირითადად მარცხნივ, და იჟოგასაც მაძლევს ხოლმე დღის განმავლობაში. რას მირჩევთ?
|