#52312001 · 8 Mar 2018, 08:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სისულელეა და თითიდან გამოწოვილია მთელი სიუჟეტი 1. თვეში ერთხელ არ ნიშნავს ყოველი თვის 30 რიცხვს, არამედ ყოველ 30 დღეში ერთხელ +/- 2დღე. ეს 2 დღე არადამუშაო დღეების გამოა; 2. ის რასაც დღეს ბიჯური ტარიფი ჰქვია და რომელიც ბატონი ზურაბ ნოღაიდელის სინდისზეა, არის არა ბიჯური, არამედ სოციალური ტარიფი. განვმარტავ: ტარიფი იცვლება ჯამურად მოხმარებული ენერგიის მიხედვით და არა ბიჯურად 100 კვტსთ მდე არის ერთი ტარიფი,300მდე მეორე და ზემოთ მესამე. ანუ თუ მე ვხარჯავ 420კვტსთს, მე 420 ივეს ვიხდი 17 თეთრით, მაშინ როდესაც ნორმალური ბიჯური ტარიფის შემთხვევაში გადავიხდიდი 100×t1 + 200×t2 + 120×t3 თანხას, რაც გაცილებით ნაკლები იქნებოდა. მოჰკითხეთ მარეგულირებელს. თავის დროზე ეს იმიტომ გაკეთდა რომ ტარიფი მნიშვნელოვნად არ გაზრდილიყო იმ ფენისათვის, რომელიც 100 კვტსთმდე მოიხმარს თვეში და გაჭირვებულებს მიეკუთვნება. პრაქტიკულად მათი დანახარჯის გადაფარვა ხდება 300+ კვტსთს ტარიფის გადამხდელების მიერ გადახდილი თანხიდან * * * კონკრეტულად ერთერთ განცხადებას, რომ ორი თვე ერთიდაიგივე გადასახადი მიუვიდა და ერთი თვე მთელი დატვირთვით ამუშავებდა ყველაფერს და მეორე თვეს არა, მონაცემის აღების დღე სადღაც შუა თვეში ექნებოდა და იმიტომაც თანაბრად გადანაწილდა. დახედოს ქვითარს, როდის აიღეს ანათვალი. მარტივია ყველაფერი.
--------------------
"I don't know if we each have a destiny, or if we're all just floating around accidental-like on a breeze, but I, I think maybe it's both. Maybe both is happening at the same time." - "Forrest Gump"
”Настоящих буйных мало, вот и нету вожаков” - ვ.ვისოცკი
|