ეს არ არის საიტის რეკლამის და მასში ფულის ჩადების ტოპიკი. ამ სასტავის წინა პროექტი გასკამდა. მე პირადად და ძმაკაცმაც ჩავდეთ $$ და 1 თვეში დაიხურა კანტორა.
ის BCC კოინები გადავიტანე BCCX-საიტზე და 10 დღე როცა 150$-ად შეაფასეს BCC-იმ დროს ვიყიდე BCCX-ები... და მიდევს მას შემდეგ.
BCC დაეცა 3$-ზე და ნუ აქ საუბარს აზრი არ აქვს.
ეს BCCX-იც 50$-ად რო აქვთ შეფასებული კაი სოფლის დედალივით... როგორც კი სადმე exchange შეაკვეხებენ ეგრევე გა3დოლარდება... ხოდა ამ ტოპიკის მიზანია ვინსაც ის დაკარგული BCC-ები გადატანილი გაქვთ BCCX-ებში და გიდევთ ისე რაიმე წინსვლის მოლოდინში... ეგება სიახლეები აქ გავაზიაროთ?
telegram არხი ინფორმაციის სწრაფი გაცვლისთვის:
https://t.me/bccxnewsეხლა გაიხსნა wallet-ზე გადატანა... მე გადავიტანე ჩემი და ძმაკაცის ბედკრული bccx ვოლეტზე, რამე რო დაანონსონ და საიტმა გაჭედოს, როგორც BCC-ზე მოხდა, ვერაფერს ვერ ვუზავ ამ BCCX-ებსაც და ესენიც შეგვრჩება ხახვივით.
მოკლედ, დედააზრი ისაა, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ დაკარგული ფულის ნაწილის ამოღებაში...
დაკარგულია მაინც და რას ვკარგავთ.
ეს BCCX-ები როცა exchange დაანონსდება, დროზე რო გადამატანინა და 50$-ში გამაყიდინა, თუნდაც 40$-ში.. უკვე საქმეა რა... თორე თუ 3$ გახდა სუ გაჩუქებთ

თუ ვინმე საიდანმე გაიგებს რაიმე მნიშვნელოვან ისახლეს/ჭორს... ან სად აპირებენ ან როდის აპირებენ ან რას აპირებენ ეგ აფერისტები... თხოვნა მექნება ეგრევე აქ დაპოსტეთ ან ტელეგრამის არხზე, რომ უცებ გაიგოს ხალხმა...
!!!! ეს ტოპიკი არის ძველი დაზარალებულების შესაკრებად!!!! ახლებს და ვისაც არ ქონია შეხება Bitconnect-თან და bitconnectx-თან, არ გაეკაროთ ამ Scam-ს!!!!
This post has been edited by Tenno on 8 Mar 2018, 13:50