#52309301 · 7 Mar 2018, 20:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საკმაოდ აქტუალური თემაა დასავლეთში და საქართველოშიც გახდა პოპულარული...
საუბარია კვოტირებაზე... როცა სახელმწიფო ავალდებულებს, ამ შემთხვევაში, პარტიებს, რომ თავისი რიგები შეავსონ რაღაც მინიმალური რაოდენობა ქალებით.. იგივე რეგულაციები შესაძლოა მოინდომონ კერძო სექტორშიც და დასავლეთში ძალიან პოპულარულია სტატისტიკების მოთხოვნა/გამოქვეყნება თუ რომელ კომპანიაში როგორი ბალანსია სქესებს შორის...
ერთის მხრივ, მიიჩნევენ, რომ საზოგადოება არ აძლევს ქალებს თვითრეალიზების საშუალებას და სახელმწიფომ ეს უნდა გამოასწოროს კვოტირებების შემოღებით...
მეორეს მხრივ, ასეთი ჩარევა არის უბრალო დისკრიმინაცია კანონის დონეზე, როცა კანონი არის ერთი არა ყველასთვის, არამედ განსხვავებული სხვადასხვა ჯგუფებისთვის... ანუ კანონისთვის თქვენ ხართ არა პიროვნება, არამედ რომელიღაცა ჯგუფის წარმომადგენელი...
საბოლოოდ კი გვაქ შემდეგ არჩევანი: 1) კანონის წინაშე იყოს ყველა თანასწორი (განურჩევლად სქესისა, მრწამსისა, რასისა, ორიენტაციისა და ა.შ.) 2) კანონით დარეგულირდეს თანასწორობა (კვოტირება; მართლმადიდებლის დაცინვა შეილება, მაგრამ მუსლიმანის არა; ქართველი თუ ცემე 6 თვე ციხე, მაგრამ უცხოელი თუ ცემე - 3 წელი; ჰეტერო თუ არ აიყვანე სამსახურში არაუშავს, მაგრამ გეი თუ არ აიყვანე - ჯარიმა)
ჩემი აზრით, მე-2 გზა არის უბრალოდ მარაზმი და დაკანონებული დისკრიმანაცია...
|