თემა დიალექტიკურად ეკონომიკურ-ეკოლოგიურია!
...
სტილიც სახუმაროა, მაგრამ შინაარსი მეტად საჭირბოროტო!
- ეხა არ დამიწყოთ მოწევაზე მორალის კითხვა, ათადან და ბაბადან გასაგებია რომ სიგარეტი მავნეა და უფრო მავნეა მათთვის, ვისაც უბოლებ და არ ეწევა...მოკლედ სამანძაგი ჩვევაა, მაგრამ ჭამა და საკვებიც ხომ არაა სამანძაგი ჩვევა, განა ვინმემ იცით რა არის და რისგან მზადდება ის, რასაც ვჭამთ და ვსვამთ გაყინული ხინკლის, პელმენის, სოსისისა თუ ძეხვეულის სახით, ხოლო მთელს ამ ნაგავს ზემოდან კიდე რა ნარეცხს ვაყოლებთ კოკა-კოლას და ქიმიურ ესენციაზე დამზადებული გაზიანი სასმელების სახით?!
...გასაგებია, რომ უსიგარეტოდ არ მოკვდები, მაგრამ თამბაქოზე დამოკიდებულება ლამის ნარკომანიასთანაა გათანაბრებული და მასთან ბრძოლა ვითომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით და ფასების მატების პოლიტიკით, ყველაზე დიდ დანაშაულად მიმაჩნია, რაც კი ხელისუფლებამ და მასთან აფილირებულმა ბიზნესმა შეიძლება აკეთონ...მწეველი მაინც მოწევს და გაუცნობიერებლად შინაგანი პროტესტიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო მეტიცმოწიოს და გაცილებით მავნე და უხარისხო, ვიდრე ის მანამდე ეწეოდა....ეს კი ნაგავზე ფულის კეთების საუკეთესო საშუალებაა!
...აბა ვინმემ სცადოს ბანკიდან კრედიტის აღება ... საკუთარი თამბაქოს მეურნეობის და ადგილობრივად მოწეულ ნედლეულზე წარმოების შექმნის მიზნით და ვნახოთ მას რა დღეში ჩააგდებენ?!...მე ლიჩნად 2 ასეთი შემთხვევა ვიცი, ერთი 10 წლის წინ ჩოტკად გააფრთხილეს - არ გაბედო ხელებს დაგამტვრევთო და ალბათ ხოლო ჭუტა წერეთელიც გააფრთხილეს მაშინ - ან დაიხურე ანდაც "თურქული თივით" აკეთე შენი სიგარეტი "პირველი"-ო!
...ამ რეალობაში მხოლოდ ერთი ალტერნატივა დაგვრჩა მწეველთა კლასს - "გუგულა" 5 ყლარად!
This post has been edited by Stalker2005 on 9 Mar 2018, 01:09
მიმაგრებული სურათი