რაც არ უნდა იყოს, შენი ქვეყნისთვის სიცოცხლის გაწირვა სასახელოა და არც არაფერი ზეგავლენა აღარ ექნება შენზე, იმიტომ რომ აღარ იქნები

ვთქვათ და შენი თავის დამცირებით შეგიძლია ქვეყანა გადაარჩინო, ოღონდ ცხოვრების ბოლომდე შერცხვენილი მოგიწევს სიარული. შენი ოჯახის წევრებსაც რომ მოეთაკილებათ შენი, ისეთი საქციელის ჩადენით რომ შეგეძლოს კარგი საქმის გაკეთება და ომის თავიდან აცილება, გააკეთებდი?
ვისაც Black Mirror აქვს ნანახი, პირველ ეპიზოდში არის იგივე სცენარი.
ვთქვათ მზად ხარ სიცოცხლე გასწირო ომში. ახლა წარმოიდგინე, რომ ომში წასვლისას 90% გადარჩები, მაგრამ კიდურებს დაკარგავ, დასახიჩრდები, დამოუკიდებლად ცხოვრება აღარ შეგეძლება, მაინც წახვიდოდი?