•
IPS ეკრანი, რაც პირველადი მოთხოვნა იყო ჩემი, VA და TN პანელებს არ ვეკარები. გამოსახულების ხარისხი ბევრად მირჩევნია გაცრეცილ მაგრამ 100+hz ეკრანებს. + ხედვის კუთხეც რათქმაუნდა ბევრად კიარა 150% უკეთესია ვიდრე va და tn პანელების.
•
21:9 aspect ratio - ცხრილებთან სამუშაოდ ან ვიდეობის რედაქტირებისთვის უიდეალურესი შეფარდებაა + Game immersiveness - ბევრად მეტს ხედავ თამაშებში ვიდრე 16:9 დროს.
•
2560:1080 გაფართოება - თითქმის ისეთივე სიმძლავრის ვიდეოკარტა სჭირდება რაც 1080p მონიტორზე სათამაშოდაა საჭირო.
ფილმებს ვინც უყურებს 21:9 მაგისთვისაც ძალიან მაგარია მთელ ეკრანზე რომ იშლება. (რაც 16:9 ფორმატშია იმასთან შეჩვევაც მოგიწევთ)
•
AMD Freesync 75hz - amd ვიდეოკარტა ვისაც აქვს 42-75 fps თამაშისას ნამდვილად ისიამოვნებთ და დააფასებთ ფრისინქს
•
Response Time: 5ms - 5მს დაყოვნება იდეალურია IPS ეკრანისთვის, არანაირი ghosting ეფექტები და გადღაბნილი გამოსახულება
•
8 Bit IPS Panel - ბევრად უკეთესი ფერთა გამა და რეალური 8 ბიტიანი პანელი (სტანდარტი 6ია) ანუ რეალური 16.7 მილიონი ფერი და არა 6 ბიტიანი 262k რომელსაც FRC მეშვეობით არეგულირებენ მწარმოებლები რომ 16.7 მილიონი ფერი მიიღონ (რათქმაუნდა შედეგი ისეთივე არაა როგორიც რეალურ 8 ბიტზე

უფრო ვრცლადაც დავწერ ვინმეს თუ უნდა)
•
1000:1 contrast ratio და 300cd მაქსიმალური განათება- სტანდარტულია, არც რაიმეთი გამორჩეული და არც ცუდი
•
Screen Split და Picture-in-picture მგონი LG ერთადერთია რომელსაც screen split ფუნქცია აქვს (2-3-4 ნაწილად ეკრანის დაყოფა) ბევრჯერ გამომადგა და როცა დელის მონიტორზე გადავედი მერე მივხვდი რამდენად მოსახერხებელი ყოფილა
•
Factory calibrated ისევ გამოსახულების ხარისხი - ანუ ქარხნულად (ანუ ზუსტად) დაყენებული ფერთა კალიბრაცია. ზოგადად მონიტორების 90% არეულია და მწარმოებელი არ იწუხებს თავს კალიბრაციით
•
Curved Display მოღუნული ეკრანი უფრო მარტივს ხდის კუთხეებში ყურებას და ფერებიც ისეთივე რჩება როგორიც უნდა იყოს. თვალისთვის ბევრად მოსახერხებელია
•
Direct Current (DC)განათება რაც ასევე პირველადი მოთხოვნა იყო ჩემი. (DC ნიშნავს რომ ეკრანის განათება ძაბვით რეგულირდება და არაა გამოყენებული
PMW - Pulse Width Modulation. მოკლედ რომ ვთქვათ, დაბალ და საშუალო ფასიან მონიტორთა 80% PWM იყენებს ანუ ეკრანის განათება ციმციმებს რომ გაანათოს ეკრანი იმის ნაცვლად რომ სტაბილური ძაბვა შეინარჩუნოს. რაც მართალია თვალით არ შეიმჩნევა მაგრამ დიდი ხნით ეკრანთან ჯდომის მერე დაღლას იწვევს თვალის (ტელეფონის კამერით შეგიძლიათ ნახოთ თუ ციმციმებს თქვენი ეკრანი, slow motion გადაღებისას)
ვიზუალურად მონიტორს არანაირი დეფექტი არ აქვს, არანაირი ნაკაწრი ან რამე.
არ აქვს არც არანაირი Backlight bleed ანუ შავ ფონზე მოთეთრო გამონათება კუთხეებში,
ასევე არანაირი მკვდარი/გაჭედილი პიქსელი ან რამე. მოკლედ იდეალურ მდგომარეობაშია ყველანაირად
.
იყიდება თავისივე ყუთით და ყველაფრით რაც მოყვა ქარხნულად - კვების ბლოკი და კაბელებით.