
აუუჰ

მაშველებმა ირანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების 10 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება.
კერძო თვითმფრინავი თურქულ საინვესტიციო კომპანია Başaran Holding-ს ეკუთვნოდა და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან სტამბოლში მიფრინავდა.
ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. საჰაერო ხომალდი ირანის დასავლეთით მთიან რეგიონში ჩავარდა. მიწაზე დაცემის შემდეგ ლაინერს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.
თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავში მსხვილი თურქული ჰოლდინგის ჰუსეინ ბაშარ ანის ქალიშვილი და მისი შვიდი მეგობარი იმყოფებოდა.
გოგონას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს ფოტოები, სადაც ჩანს როგორ ისვენებს ის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში თავის მეგობრებთან ერთად.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3