""საგზაო მოძრაობის შესახებ"" კანონში არსებული ცვლილების მიხედვით, საქართველოში 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 აპრილამდე შეუნარჩუნდებათ.
მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.
იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის 1 აპრილამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ 1 აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.
მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა.
ცვლილების ამოქმედებისთანავე მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
http://rustavi2.ge/ka/news/98821დაგენძრათ ვისაც 2006 1 აპრილამდე გაქვთ აღებული პრავა